https://sputnik-georgia.com/20220903/xanzrebi-saqartvelosi-bolo-informacia-270047473.html
ხანძრები საქართველოში: ბოლო ინფორმაცია
ხანძრები საქართველოში: ბოლო ინფორმაცია
Sputnik საქართველო
უკიდურესად მშრალი ამინდის გამო საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ხანძრები გახშირდა
2022-09-03T12:32+0400
2022-09-03T12:32+0400
2022-09-03T22:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სვანეთი
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24892/00/248920096_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_38ccd008c18c34d51ffae38357ac2e3f.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ზემო სვანეთში, სოფელ ლატალში მთის ფერდობზე ხანძარია - სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო, აცნობეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.სოფელ ლატალთან ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა.„მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის გამო სამაშველო მანქანებს ადგილზე მისვლა უჭირთ, ტექნიკით ვერ მიდიან, ცეცხლი ტყეში, მთის ფერდობზეა“, - განუცხადა ჟურნალისტებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა.მისი თქმით, ჯერჯერობით რთული სათქმელია, ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული.გარდა ამისა, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია.ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური.ხანძრის ქრობის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს გზების მიყვანა ცეცხლის კერებამდე.რაც შეეხება ბორჯომში 19 აგვისტოს გაჩენილ ხანძარს, უწყების ცნობით, ამ დროისთვის ყველა კერა ლიკვიდირებულია, ადგილზე მხრჩოლავი კერების მონიტორინგი მიმდინარეობს. ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.ბორჯომში რთული რელიეფისა და ამინდის გამო, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 250-მდე მეხანძრე-მაშველი და სამი ვერტმფრენი იყო ჩართული. ხანძრის ქრობაში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავებიც მონაწილეობდნენ.
საქართველო
სვანეთი
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24892/00/248920096_71:0:1208:853_1920x0_80_0_0_35e19bda4b4fbd65a048a0a01a2c535b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ხანძრები საქართველო ინფორმაცია შილდა ლატალი ბორჯომი კახა ჟორჟოლიანი
ხანძრები საქართველო ინფორმაცია შილდა ლატალი ბორჯომი კახა ჟორჟოლიანი
ხანძრები საქართველოში: ბოლო ინფორმაცია
12:32 03.09.2022 (განახლებულია: 22:31 03.09.2022) უკიდურესად მშრალი ამინდის გამო საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ხანძრები გახშირდა
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ზემო სვანეთში, სოფელ ლატალში მთის ფერდობზე ხანძარია - სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო, აცნობეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
სოფელ ლატალთან ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა.
„მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის გამო სამაშველო მანქანებს ადგილზე მისვლა უჭირთ, ტექნიკით ვერ მიდიან, ცეცხლი ტყეში, მთის ფერდობზეა“, - განუცხადა ჟურნალისტებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, ჯერჯერობით რთული სათქმელია, ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული.
გარდა ამისა, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.
მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური.
ხანძრის ქრობის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს გზების მიყვანა ცეცხლის კერებამდე.
რაც შეეხება ბორჯომში 19 აგვისტოს გაჩენილ ხანძარს, უწყების ცნობით, ამ დროისთვის ყველა კერა ლიკვიდირებულია, ადგილზე მხრჩოლავი კერების მონიტორინგი მიმდინარეობს. ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.
ბორჯომში რთული რელიეფისა და ამინდის გამო, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 250-მდე მეხანძრე-მაშველი და სამი ვერტმფრენი იყო ჩართული. ხანძრის ქრობაში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავებიც მონაწილეობდნენ.