https://sputnik-georgia.com/20220903/ukrainasi-darupuli-qartveli-mebrzoli-samsoblosi-camoasvenes-270047968.html
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
Sputnik საქართველო
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 19 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
2022-09-03T13:00+0400
2022-09-03T13:00+0400
2022-09-03T13:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/17/250134063_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_6db217a0255583d19da8bd6766a6c2a6.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს, იუწყება „პირველი არხი“.გელა გოგია საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლის ცხედარს ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილმა მოქალაქეებმა პატივი მიაგეს.სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობს, შემდეგ სამხედროს ცხედარს მშობლიურ სენაკში გადაასვენებენ. მას სამშაბათს დაკრძალავენ.გელა გოგია აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. ბოლო წლებში უკრაინაში ცხოვრობდა. ქართველი მებრძოლი 26 აგვისტოს კრამატორსკთან მიმდინარე შეტაკებების დროს მძიმედ დაიჭრა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.ბოლო მონაცემებით, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 19 ქართველი მებრძოლია დაღუპული.საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.წყარო - „პირველი არხი“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/17/250134063_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_6442835137edbc1121fe6c54fb52e433.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა ქართველი მებრძოლი გელა გოგია ჩამოსვენება
უკრაინა ქართველი მებრძოლი გელა გოგია ჩამოსვენება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 19 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს, იუწყება „პირველი არხი“.
გელა გოგია საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლის ცხედარს ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილმა მოქალაქეებმა პატივი მიაგეს.
სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობს, შემდეგ სამხედროს ცხედარს მშობლიურ სენაკში გადაასვენებენ. მას სამშაბათს დაკრძალავენ.
გელა გოგია აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. ბოლო წლებში უკრაინაში ცხოვრობდა. ქართველი მებრძოლი 26 აგვისტოს კრამატორსკთან მიმდინარე შეტაკებების დროს მძიმედ დაიჭრა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 19 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.