https://sputnik-georgia.com/20220903/tbilissi-saertasoriso-literaturuli-festivali-gaimarteba-270049491.html
თბილისში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება
თბილისში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება
Sputnik საქართველო
პროგრამაში 11 ქვეყნის 14 ავტორი მიიღებს მონაწილეობას.
2022-09-03T14:30+0400
2022-09-03T14:30+0400
2022-09-03T14:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24285/97/242859737_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_c7a47a09469b8dcc753c43025cb442ce.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. 9 -14 სექტემბერს თბილისის მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (TIFL) გაიმართება, ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.წელს ფესტივალის მთავარი თემა იქნება - „შინ“ - სახლის კონცეფცია და არქეტიპი კულტურასა და ლიტერატურაში როგორც ადამიანის იდენტობის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი.2022 წელს პროგრამაში 11 ქვეყნის 14 ავტორი მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან:ტარა მაკდაუელი (ავსტრალია), დმიტრი სტროცევი (ბელარუსი),ბერნჰარდ შლინკი (გერმანია), ანდრეას ფლურაკისი (საბერძნეთი), ჯონ ო’დონელი (ირლანდია), ჯესიკა ტრეინორი (ირლანდია), სერგეი ტიმოფეევი (ლატვია), გრეტა ამბრაზაიტე (ლიეტუვა), დომინიკას ნორკუნასი (ლიეტუვა), იუსტინა ბარგელსკა (პოლონეთი), არიანე ფონ გრაფენრიდი (შვეიცარია), ქშიშტოფ ჩიჟევსკი (პოლონეთი), მარტინ სოლოტრუკი (სლოვაკეთი),ანდრი ლიუბკა (უკრაინა).9 სექტემბერს ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება და ერთ-ერთი პირველი შეხვედრა უკრაინელ პოეტთან, ანდრი ლიუბკასთან გაიმართება.ამავე დღეს ჩატარდება დისკუსია მწერლების ნინო ხარატიშვილისა და ბესო სოლომანაშვილის მონაწილეობით.შემდგომში ყველა მსურველი დაესწრება „პოეტურ ღამეს“, სადაც ლექსებს ფესტივალის მონაწილე უცხოელი პოეტები წაიკითხავენ.შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში იქნება ირლანდიური, სლოვაკური, ლიეტუვური პოეზიის საღამოები, დისკუსიები, ქშიშტოფ ჩიჟევსკის წიგნის „სამყაროს პატარა ცენტრი“ წარდგენა, შეხვედრა ბერნჰარდ შლინკთან, ლიტერატურული საღამო მაქს ფრიშის „კითხვარის” შესახებ და ა.შ.ფესტივალი დასრულდება თანამედროვე ქართული პოეზიის მარათონით - მწერალთა სახლის სხვადასხვა სივრცეში ავტორები საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ.თბილისის მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: თბილისის მერია, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, Prohelvetia, პოეზიის პლატფორმა Versopolis, ორგანიზაცია Literature Ireland, გოეთეს ინსტიტუტი, ევროკავშირის ლიტერატურული პრემია, ორგანიზაცია Latvian Literature.ფესტივალი TIFL ყოველწლიურად 2015 წლიდან იმართება. ერთადერთი გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო მხოლოდ რამდენიმე ონლაინ-დისკუსია გაიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24285/97/242859737_49:0:1830:1336_1920x0_80_0_0_0f4be1d0e0ce7a0c5b6202456170de95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი tifl
თბილისი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი tifl
თბილისში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება
პროგრამაში 11 ქვეყნის 14 ავტორი მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. 9 -14 სექტემბერს თბილისის მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (TIFL) გაიმართება, ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.
წელს ფესტივალის მთავარი თემა იქნება - „შინ“ - სახლის კონცეფცია და არქეტიპი კულტურასა და ლიტერატურაში როგორც ადამიანის იდენტობის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი.
2022 წელს პროგრამაში 11 ქვეყნის 14 ავტორი მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან:
ტარა მაკდაუელი (ავსტრალია), დმიტრი სტროცევი (ბელარუსი),ბერნჰარდ შლინკი (გერმანია), ანდრეას ფლურაკისი (საბერძნეთი), ჯონ ო’დონელი (ირლანდია), ჯესიკა ტრეინორი (ირლანდია), სერგეი ტიმოფეევი (ლატვია), გრეტა ამბრაზაიტე (ლიეტუვა), დომინიკას ნორკუნასი (ლიეტუვა), იუსტინა ბარგელსკა (პოლონეთი), არიანე ფონ გრაფენრიდი (შვეიცარია), ქშიშტოფ ჩიჟევსკი (პოლონეთი), მარტინ სოლოტრუკი (სლოვაკეთი),ანდრი ლიუბკა (უკრაინა).
9 სექტემბერს ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება და ერთ-ერთი პირველი შეხვედრა უკრაინელ პოეტთან, ანდრი ლიუბკასთან გაიმართება.
ამავე დღეს ჩატარდება დისკუსია მწერლების ნინო ხარატიშვილისა და ბესო სოლომანაშვილის მონაწილეობით.
შემდგომში ყველა მსურველი დაესწრება „პოეტურ ღამეს“, სადაც ლექსებს ფესტივალის მონაწილე უცხოელი პოეტები წაიკითხავენ.
შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში იქნება ირლანდიური, სლოვაკური, ლიეტუვური პოეზიის საღამოები, დისკუსიები, ქშიშტოფ ჩიჟევსკის წიგნის „სამყაროს პატარა ცენტრი“ წარდგენა, შეხვედრა ბერნჰარდ შლინკთან, ლიტერატურული საღამო მაქს ფრიშის „კითხვარის” შესახებ და ა.შ.
ფესტივალი დასრულდება თანამედროვე ქართული პოეზიის მარათონით - მწერალთა სახლის სხვადასხვა სივრცეში ავტორები საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ.
თბილისის მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: თბილისის მერია, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, Prohelvetia, პოეზიის პლატფორმა Versopolis, ორგანიზაცია Literature Ireland, გოეთეს ინსტიტუტი, ევროკავშირის ლიტერატურული პრემია, ორგანიზაცია Latvian Literature.
ფესტივალი TIFL ყოველწლიურად 2015 წლიდან იმართება. ერთადერთი გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო მხოლოდ რამდენიმე ონლაინ-დისკუსია გაიმართა.