https://sputnik-georgia.com/20220903/saqartvelodan-ori-evropuli-struqturis-wevrobis-kandidati-seirca-270045403.html
საქართველოდან ორი ევროპული სტრუქტურის წევრობის კანდიდატი შეირჩა
საქართველოდან ორი ევროპული სტრუქტურის წევრობის კანდიდატი შეირჩა
Sputnik საქართველო
კანდიდატი საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.
2022-09-03T11:30+0400
2022-09-03T11:30+0400
2022-09-03T11:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/81/234098145_0:11:1501:855_1920x0_80_0_0_4694dd03f8286ac8c0769a03190cb3b7.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ქეთევან ცინცაძე შეირჩა ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში (CCJE) საქართველოს კვოტით წარსადგენი წევრობის კანდიდატად, ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.ქეთევან ცინცაძე CEPEJ-სა და CCJE-ში საქართველოს კვოტით ხუთი წლის ვადით იქნება წარდგენილი.უწყების ცნობით, CEPEJ-სა და CCJE-ში წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 27 ივლისის №848 და №850 ბრძანებებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად.პირველ ეტაპზე, 2022 წლის 28 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, „საჯარო სამსახურის ბიუროს" ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) გამოცხადებულ საჯარო კონკურსში CEPEJ-ში წევრობის მიზნით 6-მა კანდიდატმა წარადგინა განაცხადი, ხოლო CCJE-ის კონკურსში 4 ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა.კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევის შემდგომ, გასაუბრების ეტაპზე 3 კანდიდატი გადავიდა და ორეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად CEPEJ-სა და CCJE-ში წევრობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ საქართველოს კვოტით წარსადგენ კანდიდატად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძის კანდიდატურა შეარჩია.CEPEJ თავისი საქმიანობის ფარგლებში მუშაობს ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემათა ეფექტიანობისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების, ამასთან, ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და სამართლებრივ ინსტრუმენტებთან შესაბამისობის მიზნით;კომისიის წევრი ექსპერტების საქმიანობის მიზანს კომისიის ფუნქციების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემათა ეფექტიანი განხორციელების მხარდაჭერა წარმოადგენს.CCJE-ის წევრი მოსამართლეები მუშაობენ სამართლის უზენაესობის, ევროპული სტანდარტების დანერგვის, განსაკუთრებით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კომპეტენციის ზრდის, აგრეთვე, მათი სამოსამართლო საქმიანობის ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობის მიმართულებით.CEPEJ-სა და CCJE-ში წევრობის კანდიდატი საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრს საერთაშორისო სასამართლოებში, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ორგანოებში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურის განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს მთავრობის დადგენილებით.ამ დადგენილების მიღებით ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოდან წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე პროცედურები, რომელთა ფარგლებშიც კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის შედეგად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/81/234098145_23:0:1356:1000_1920x0_80_0_0_bf515e6f4ad1e2be957cf6f65d4acf1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ორი ევროპული სტრუქტურა წევრობის კანდიდატი ქეთევან ცინცაძე cepej ccje
საქართველო ორი ევროპული სტრუქტურა წევრობის კანდიდატი ქეთევან ცინცაძე cepej ccje
საქართველოდან ორი ევროპული სტრუქტურის წევრობის კანდიდატი შეირჩა
კანდიდატი საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ქეთევან ცინცაძე შეირჩა ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში (CCJE) საქართველოს კვოტით წარსადგენი წევრობის კანდიდატად, ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ქეთევან ცინცაძე CEPEJ-სა და CCJE-ში საქართველოს კვოტით ხუთი წლის ვადით იქნება წარდგენილი.
უწყების ცნობით, CEPEJ-სა და CCJE-ში წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 27 ივლისის №848 და №850 ბრძანებებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად.
პირველ ეტაპზე, 2022 წლის 28 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, „საჯარო სამსახურის ბიუროს" ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) გამოცხადებულ საჯარო კონკურსში CEPEJ-ში წევრობის მიზნით 6-მა კანდიდატმა წარადგინა განაცხადი, ხოლო CCJE-ის კონკურსში 4 ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა.
კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევის შემდგომ, გასაუბრების ეტაპზე 3 კანდიდატი გადავიდა და ორეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად CEPEJ-სა და CCJE-ში წევრობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ საქართველოს კვოტით წარსადგენ კანდიდატად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძის კანდიდატურა შეარჩია.
CEPEJ თავისი საქმიანობის ფარგლებში მუშაობს ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემათა ეფექტიანობისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების, ამასთან, ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და სამართლებრივ ინსტრუმენტებთან შესაბამისობის მიზნით;
კომისიის წევრი ექსპერტების საქმიანობის მიზანს კომისიის ფუნქციების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემათა ეფექტიანი განხორციელების მხარდაჭერა წარმოადგენს.
CCJE-ის წევრი მოსამართლეები მუშაობენ სამართლის უზენაესობის, ევროპული სტანდარტების დანერგვის, განსაკუთრებით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კომპეტენციის ზრდის, აგრეთვე, მათი სამოსამართლო საქმიანობის ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობის მიმართულებით.
CEPEJ-სა და CCJE-ში წევრობის კანდიდატი საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრს საერთაშორისო სასამართლოებში, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ორგანოებში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურის განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ამ დადგენილების მიღებით ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოდან წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე პროცედურები, რომელთა ფარგლებშიც კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის შედეგად.