https://sputnik-georgia.com/20220903/raribasvili-globaluri-gamowvevebis-fonze-saqartvelo-ekonomikur-ganvitarebas-inarcunebs-270064068.html
ღარიბაშვილი: გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველო ეკონომიკურ განვითარებას ინარჩუნებს
ღარიბაშვილი: გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველო ეკონომიკურ განვითარებას ინარჩუნებს
Sputnik საქართველო
ეს ჩვენი საერთო სურვილი, ამოცანა და ოცნებაა, განაცხადა პრემიერმა
2022-09-03T20:40+0400
2022-09-03T20:40+0400
2022-09-03T20:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267403052_0:105:1024:682_1920x0_80_0_0_fdc5d8af0ed9e8fda03ea3732b861ed8.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.ახალი სტატისტიკით, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება – 2022 წლის ივლისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,7% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10,3% შეადგინა.ბათუმში აშენდება ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი კუნძული, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო და კომერციულ-საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციებით განხორციელდება.ინვესტორი პროექტის პირველი ფაზის მშენებლობაზე მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დახარჯვას და 2000 ადგილობრივის დასაქმებას აპირებს.„დღეს ჩვენს ქვეყანას სწორედ ასეთი პროექტების განხორციელება სჭირდება, ძლიერი ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი, რაც შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილებს, მეტ შემოსავალს, დოვლათს და მეტ კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის ჩვენი საერთო სურვილი, ამოცანა და ოცნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი კლების შემდეგ 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გზავნილების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,4% შეადგინა.„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა.კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის სფეროებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267403052_202:129:939:682_1920x0_80_0_0_3a4a9f08d13f809be82169b40c9b9d90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური ზრდა გამოწვევები
ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური ზრდა გამოწვევები
ღარიბაშვილი: გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველო ეკონომიკურ განვითარებას ინარჩუნებს
20:40 03.09.2022 (განახლებულია: 20:41 03.09.2022) ეს ჩვენი საერთო სურვილი, ამოცანა და ოცნებაა, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ახალი სტატისტიკით, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება – 2022 წლის ივლისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,7% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10,3% შეადგინა.
„ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. რეცესია არის ყველგან თითქმის და ჩვენ შევინარჩუნეთ პირველ რიგში, მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა პროექტ „ბათუმი აილენდის“ პრეზენტაციაზე.
ბათუმში აშენდება ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი კუნძული, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო და კომერციულ-საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციებით განხორციელდება.
ინვესტორი პროექტის პირველი ფაზის მშენებლობაზე მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დახარჯვას და 2000 ადგილობრივის დასაქმებას აპირებს.
„დღეს ჩვენს ქვეყანას სწორედ ასეთი პროექტების განხორციელება სჭირდება, ძლიერი ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი, რაც შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილებს, მეტ შემოსავალს, დოვლათს და მეტ კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის ჩვენი საერთო სურვილი, ამოცანა და ოცნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი კლების შემდეგ 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გზავნილების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,4% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის სფეროებში.