პოლიციამ აჭარასა და შიდა ქართლში უკანონო იარაღის მთელი არსენალი ამოიღო - ვიდეო

© photo: Sputnikხელბორკილები და პისტოლეტი
ხელბორკილები და პისტოლეტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2022
გამოწერა
დაკავებულია ორი მამაკაცი, ხოლო ერთი პირი კი მხილებული.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ ბოლო პერიოდში, აჭარასა და შიდა ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - 2 პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო დამზადების და შეძენა-შენახვისა ბრალდებით აჭარაში წარსულში ნასამართლევი 31 წლის მამაკაცი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. ასევე ამოღებულია დაკავებულის მიერ კუსტარულად გადაკეთებული იარაღები.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შიდა ქართლში კი 52 წლის მამაკაცი დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება ედება ბრალად.
ქარელში, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 215 ვაზნა. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა და 49 ძირი კანაფი.
ხაშურში კი 72 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და 16 ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და დამზადების, აგრეთვე, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლითა და 265-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0