https://sputnik-georgia.com/20220903/kulturis-saministro-maqsim-galkinis-da-andrei-makarevicis-koncertebis-gauqmebas-exmaureba-270047041.html
კულტურის სამინისტრო მაქსიმ გალკინის და ანდრეი მაკარევიჩის კონცერტების გაუქმებას ეხმაურება
კულტურის სამინისტრო მაქსიმ გალკინის და ანდრეი მაკარევიჩის კონცერტების გაუქმებას ეხმაურება
Sputnik საქართველო
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ესტრადის ვარსკვლავების, მაქსიმ გალკინის და ჯგუფ „მაშინა ვრემენის“ კონცერტების გაუქმების შესახებ
2022-09-03T12:00+0400
2022-09-03T12:00+0400
2022-09-03T12:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252392109_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_cf4a51cc8d0d41cd572cbb483e6b5125.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უწყება კავშირშია მაქსიმ გალკინისა და ანდრეი მაკარევიჩის ჯგუფ „მაშინა ვრემენის“ თბილისური კონცერტების გაუქმებასთან, ყალბი უწოდა.„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ზემოხსენებულ ხელოვანებს უარი ეთქვათ თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.სამინისტროში განმარტავენ, რომ ძველი სპორტის სასახლე არ არის კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია და მრავალი წელია კერძო საკუთრებაშია. შესაბამისად, კერძო კომპანიის ქონებაში კონცერტის ჩატარების საკითხი „ბევრად სცილდება სამინისტროს კომპეტენციას“.„რაც შეეხება ახალ სპორტის სასახლეს, ის სამინისტროს მიერ იქნა აშენებული, მისი მმართველობის ქვეშაა და ამჟამად მასპინძლობს „ევრობასკეტს“. ზემოხსენებული კონცერტების ორგანიზატორებს ახალი სპორტის სასახლისთვის არ მიუმართავთ“, - აღნიშნეს სამინისტროში.სპორტის სასახლეში კი განაცხადეს, რომ შენობაში „კონდიცირების, ვენტილაციის და სხვა ინფრასტრუქტურის პრობლემების გამო“ ღონისძიებები ორი თვით გაუქმდა. „პოლიტიკურ მოტივს გამოვრიცხავ“, - განაცხადა ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა მიხეილ ეძგვერაძემ.სპორტის სასახლე თბილისის მერიას ეკუთვნის, მაგრამ მართვის უფლება 2007 წელს შპს „ლოგიკ ჯგუფს“ გადაეცა. კომპანიის მფლობელია ATLANTIC CHANNELS GEORGIA, ATLANTIC CHANNELS-ის შვილობილი, რომელიც აშშ-ის დელავერის შტატშია რეგისტრირებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252392109_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_109cbd1ad7c1b7c706ea991d79f9f7a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურის სამინისტრო მაქსიმ გალკინი ანდრეი მაკარევიჩი კონცერტები გაუქმება
კულტურის სამინისტრო მაქსიმ გალკინი ანდრეი მაკარევიჩი კონცერტები გაუქმება
კულტურის სამინისტრო მაქსიმ გალკინის და ანდრეი მაკარევიჩის კონცერტების გაუქმებას ეხმაურება
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ესტრადის ვარსკვლავების, მაქსიმ გალკინის და ჯგუფ „მაშინა ვრემენის“ კონცერტების გაუქმების შესახებ
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უწყება კავშირშია მაქსიმ გალკინისა და ანდრეი მაკარევიჩის ჯგუფ „მაშინა ვრემენის“ თბილისური კონცერტების გაუქმებასთან, ყალბი უწოდა.
„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ზემოხსენებულ ხელოვანებს უარი ეთქვათ თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ძველი სპორტის სასახლე არ არის კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია და მრავალი წელია კერძო საკუთრებაშია. შესაბამისად, კერძო კომპანიის ქონებაში კონცერტის ჩატარების საკითხი „ბევრად სცილდება სამინისტროს კომპეტენციას“.
„რაც შეეხება ახალ სპორტის სასახლეს, ის სამინისტროს მიერ იქნა აშენებული, მისი მმართველობის ქვეშაა და ამჟამად მასპინძლობს „ევრობასკეტს“. ზემოხსენებული კონცერტების ორგანიზატორებს ახალი სპორტის სასახლისთვის არ მიუმართავთ“, - აღნიშნეს სამინისტროში.
სპორტის სასახლეში კი განაცხადეს, რომ შენობაში „კონდიცირების, ვენტილაციის და სხვა ინფრასტრუქტურის პრობლემების გამო“ ღონისძიებები ორი თვით გაუქმდა. „პოლიტიკურ მოტივს გამოვრიცხავ“, - განაცხადა ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა მიხეილ ეძგვერაძემ.
სპორტის სასახლე თბილისის მერიას ეკუთვნის, მაგრამ მართვის უფლება 2007 წელს შპს „ლოგიკ ჯგუფს“ გადაეცა. კომპანიის მფლობელია ATLANTIC CHANNELS GEORGIA, ATLANTIC CHANNELS-ის შვილობილი, რომელიც აშშ-ის დელავერის შტატშია რეგისტრირებული.