ევრობასკეტი-2022: საქართველო ესპანეთთან დამარცხდა

© photo: Sputnik / Stringerკალათბურთი. ევრობასკეტი-2022
კალათბურთი. ევრობასკეტი-2022 - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2022
გამოწერა
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში „ევრობასკეტი 2022“-ის ფარგლებში მეორე მატჩი ჯგუფის ფავორიტთან - ესპანეთთან ანგარიშით 64:90 წააგო.
ქართველი კალათბურთელები მორიგ თამაშს ხვალ, თურქეთის წინააღმდეგ გამართავენ. ჯგუფიდან გასვლის შანსი მათ კიდევ აქვთ.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა „ევრობასკეტი 2022“ ბელგიასთან მარცხით დაიწყო, ილიას ზუროსის გუნდი A ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ბელგიასთან ანგარიშით 76:79 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ „ევრობასკეტის“ დაწყებამდე საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თბილისში ნიდერლანდის წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს სერიოზული ტრავმა მიიღო. კალათბურთელმა მხარი მოიტეხა, რის გამოც საქართველოს ნაკრების ლიდერი გუნდს „ევრობასკეტი-2022“-ზე ვერ ეხმარება. ბელგიასთან თამაშის დროს კი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ბითაძემ კოჭის ტრავმა მიიღო. დღევანდელ თამაშში ის პარკეტზე ცოტა ხნით გამოჩნდა.
ყველა ახალი ამბავი
0