https://sputnik-georgia.com/20220903/belorusis-birtvuli-iarari-270068735.html
მოსაზრება: რატომ აშფოთებს დასავლეთს ბელორუსის ტაქტიკური ბირთვული იარაღი
მოსაზრება: რატომ აშფოთებს დასავლეთს ბელორუსის ტაქტიკური ბირთვული იარაღი
Sputnik საქართველო
ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სიტყვებს ჰაერში არ ისვტრის. მისი ბოლო განცხადების შემდეგ ბელორუსის საჰაერო ძალების მიერ აგრესორ ქვეყნებზე... 03.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-03T12:10+0400
2022-09-03T12:10+0400
2022-09-04T12:10+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/02/270039192_0:0:1597:898_1920x0_80_0_0_6346cc0e24393ed2b6cc0c5353cebc87.jpg
ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სიტყვებს ჰაერში არ ისვტრის. მისი ბოლო განცხადების შემდეგ ბელორუსის საჰაერო ძალების მიერ აგრესორ ქვეყნებზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის საპასუხო დარტყმის შესაძლებლობის შესახებ, დასავლეთში აფორიაქდნენ. უკეთური მეზობლებისთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა ვითარებაში, ვის, როდის და რაზე „მოხვდება.ბელორუსია, რომელიც სამი მხრიდანაა გარშემორტყმული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მტრული ქვეყნებითა და უკრაინით, შეიძლება დაუცველი ჩანდეს და დიდი ხანია, რაც კოლექტიური დასავლეთის სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლის ქვეშაა. თუმცა, საკავშირო სახელმწიფო (რუსეთი და ბელარუსი) რესპუბლიკას აუღებელ ციხე-სიმაგრედ აქცევს, რომელსაც პრაქტიკულად ისეთივე ბირთვული პოტენციალი აქვს, როგორიც რუსეთს. ბელორუსის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ბირთვული იარაღის მზიდებად გადაკეთდა, მინსკი მზად არის, მყისიერად უპასუხოს დასავლეთის ქვეყნების აგრესიას.ლუკაშენკომ გასულ პარასკევს ამერიკული სამხედრო ტექნიკის აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე გადასროლას გამოეხმაურა, რაც ოპერაცია Atlantic Resolve-ს ფარგლებში ხდება: „მათ უნდა გაიგონ, რომ არანაირი ვერტმფრენები და თვითმფრინავები არ უშველით, თუ ესკალაცია მოხდება. მე და პუტინმა ერთხელ პეტერბურგში ვთქვით, რომ ბელორუსულ თვითმფრინავებსაც გადავაკეთებდით, რომ ბირთვული იარაღის ტარება შეძლებოდათ... ყველაფერი მზადაა!“ ბელორუსიას აქვს საპასუხოდ საჭირო იარაღი.გუშინ ლუკაშენკომ დააკონკრეტა, რომ მინსკი მოსკოვის წინაშე ბირთვული იარაღის ფლობის საკითხს იმ შემთხვევაში დააყენებს, თუ შეერთებული შტატები პოლონეთს შესაბამის იარაღს მიაწვდის. აქ საუბარია ბელორუსის საჰაერო ძალების რამდენიმე საფრონტო ბომბდამშენ Su-24M-ის მოდერნიზაციაზე.მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელორუსის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მინსკისთვის კომპლექს „ისკანდერის“ გადაცემა გადაწყდა და რესპუბლიკა მათ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღებს — ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, რომელთა გამოყენებაც ჩვეულებრივ და ბირთვულ ვარიანტებში იქნება შესაძლებელი.რუსეთის პრეზიდენტმა იქვე შესთავაზა ორი ქვეყნის სამხედრო უწყებებს ყველა დეტალის შემუშავება. თუმცა ნატოს წევრებს უფრო მეტად ბელორუსის ტაქტიკური ბირთვული იარაღით აღჭურვის შესახებ ინფორმაციაუფრო დააინტერესდათ. რატომ?გარდაუვალი შურისძიებაალექსანდრ ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელორუსია მზად არის ნატოს მხრიდან პროვოკაციებისთვის, დარტყმის სამიზნეები განსაზღვრულია, ცნობილია გადაწყვეტილების მიმღები ცენტრები. დასავლეთს ესმის, რომ ბელორუსის არაბირთვული რესპუბლიკა შეიძლება ლეგიტიმურად იყოს ჩართული რუსეთის ფედერაციასთან ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების შესახებ შეთანხმებაში. ბელორუსის პრეზიდენტის განცხადებამ აქტიური დისკუსია გამოიწვია დასავლელ ექსპერტებს შორის.ამერიკულმა გამოცემა Military Watch-მა ბელორუსის საჰაერო ძალებში 30 Су-24M დაითვალა, გარდა ასი იმავე ტიპის თვითმფრინავისა, რომლის გადაცემაც რუსეთს შეეძლო. გამოცემა ხაზს უსვამს ბირთვული იარაღის ახალ Су-30СМ-თან ინტეგრაციის შესაძლებლობას. და მაინც, Су-30М საუკეთესოდ რჩება მსოფლიოში, აქვს რა მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის პოტენციალი.Су-30М-ის უნარი, იფრინოს დღე და ღამე უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე რელიეფის შემოვლით, ბომბდამშენს პრაქტიკულად უხილავსა და მიუწვდომელს ხდის მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ასევე შთამბეჭდავია მისი უნარი, ზიდოს 8 ტონამდე საბრძოლო ტვირთი. თვითმფრინავს შეუძლია ატაროს ოთხი 1500 კგ-მდე წონის ბომბი. სიჩქარე დედამიწის ზედაპირზე 1400 კმ/სთ-ია, სიმაღლეზე — 2320 კმ/სთ. საბრძოლო რადიუსი 560-1300 კმ.ძლიერი „ვეტერანი" არაერთხელ განახლდა და სრულად შეესაბამება დროის მოთხოვნებს. პილოტები დიდად აფასებენ Су-24M-ის საბრძოლო შესაძლებლობებს, ბორტზე არსებული ტაქტიკური ბირთვული იარაღი კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის ბომბდამშენს.ამასობაში ნატო აგრძელებს გაფართოებას შვედეთისა და ფინეთის ხარჯზე, რომლებიც ბელორუსის საზღვრებიდან 500 კმ-ში არიან განლაგებული. შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ კიევის რეჟიმისთვის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარება და იარაღის მიწოდება ბელორუსისა და რუსეთის მიერ განიხილება როგორც კონფლიქტში უშუალო მონაწილეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოებას. მოსკოვსა და მინსკს არ მიჰყავთ ევროპა გლობალური სამხედრო კონფლიქტისკენ, მაგრამ აგრესორისთვის სერიოზულ ანგარიშსწორების გარანტიას იძლევიან.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/02/270039192_169:0:1597:1071_1920x0_80_0_0_64936f5a263be069a3e478153167dbbe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება
ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სიტყვებს ჰაერში არ ისვტრის. მისი ბოლო განცხადების შემდეგ ბელორუსის საჰაერო ძალების მიერ აგრესორ ქვეყნებზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის საპასუხო დარტყმის შესაძლებლობის შესახებ, დასავლეთში აფორიაქდნენ. უკეთური მეზობლებისთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა ვითარებაში, ვის, როდის და რაზე „მოხვდება.
ბელორუსია, რომელიც სამი მხრიდანაა გარშემორტყმული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მტრული ქვეყნებითა და უკრაინით, შეიძლება დაუცველი ჩანდეს და დიდი ხანია, რაც კოლექტიური დასავლეთის სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლის ქვეშაა. თუმცა, საკავშირო სახელმწიფო (რუსეთი და ბელარუსი) რესპუბლიკას აუღებელ ციხე-სიმაგრედ აქცევს, რომელსაც პრაქტიკულად ისეთივე ბირთვული პოტენციალი აქვს, როგორიც რუსეთს. ბელორუსის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ბირთვული იარაღის მზიდებად გადაკეთდა, მინსკი მზად არის, მყისიერად უპასუხოს დასავლეთის ქვეყნების აგრესიას.
ლუკაშენკომ გასულ პარასკევს ამერიკული სამხედრო ტექნიკის აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე გადასროლას გამოეხმაურა, რაც ოპერაცია Atlantic Resolve-ს ფარგლებში ხდება: „მათ უნდა გაიგონ, რომ არანაირი ვერტმფრენები და თვითმფრინავები არ უშველით, თუ ესკალაცია მოხდება. მე და პუტინმა ერთხელ პეტერბურგში ვთქვით, რომ ბელორუსულ თვითმფრინავებსაც გადავაკეთებდით, რომ ბირთვული იარაღის ტარება შეძლებოდათ... ყველაფერი მზადაა!“ ბელორუსიას აქვს საპასუხოდ საჭირო იარაღი.
გუშინ ლუკაშენკომ დააკონკრეტა, რომ მინსკი მოსკოვის წინაშე ბირთვული იარაღის ფლობის საკითხს იმ შემთხვევაში დააყენებს, თუ შეერთებული შტატები პოლონეთს შესაბამის იარაღს მიაწვდის. აქ საუბარია ბელორუსის საჰაერო ძალების რამდენიმე საფრონტო ბომბდამშენ Su-24M-ის მოდერნიზაციაზე.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელორუსის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მინსკისთვის კომპლექს „ისკანდერის“ გადაცემა გადაწყდა და რესპუბლიკა მათ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღებს — ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, რომელთა გამოყენებაც ჩვეულებრივ და ბირთვულ ვარიანტებში იქნება შესაძლებელი.
რუსეთის პრეზიდენტმა იქვე შესთავაზა ორი ქვეყნის სამხედრო უწყებებს ყველა დეტალის შემუშავება. თუმცა ნატოს წევრებს უფრო მეტად ბელორუსის ტაქტიკური ბირთვული იარაღით აღჭურვის შესახებ ინფორმაციაუფრო დააინტერესდათ. რატომ?
ალექსანდრ ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელორუსია მზად არის ნატოს მხრიდან პროვოკაციებისთვის, დარტყმის სამიზნეები განსაზღვრულია, ცნობილია გადაწყვეტილების მიმღები ცენტრები. დასავლეთს ესმის, რომ ბელორუსის არაბირთვული რესპუბლიკა შეიძლება ლეგიტიმურად იყოს ჩართული რუსეთის ფედერაციასთან ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების შესახებ შეთანხმებაში. ბელორუსის პრეზიდენტის განცხადებამ აქტიური დისკუსია გამოიწვია დასავლელ ექსპერტებს შორის.
ამერიკულმა გამოცემა Military Watch-მა ბელორუსის საჰაერო ძალებში 30 Су-24M დაითვალა, გარდა ასი იმავე ტიპის თვითმფრინავისა, რომლის გადაცემაც რუსეთს შეეძლო. გამოცემა ხაზს უსვამს ბირთვული იარაღის ახალ Су-30СМ-თან ინტეგრაციის შესაძლებლობას. და მაინც, Су-30М საუკეთესოდ რჩება მსოფლიოში, აქვს რა მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის პოტენციალი.
Су-30М-ის უნარი, იფრინოს დღე და ღამე უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე რელიეფის შემოვლით, ბომბდამშენს პრაქტიკულად უხილავსა და მიუწვდომელს ხდის მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ასევე შთამბეჭდავია მისი უნარი, ზიდოს 8 ტონამდე საბრძოლო ტვირთი. თვითმფრინავს შეუძლია ატაროს ოთხი 1500 კგ-მდე წონის ბომბი. სიჩქარე დედამიწის ზედაპირზე 1400 კმ/სთ-ია, სიმაღლეზე — 2320 კმ/სთ. საბრძოლო რადიუსი 560-1300 კმ.
ძლიერი „ვეტერანი" არაერთხელ განახლდა და სრულად შეესაბამება დროის მოთხოვნებს. პილოტები დიდად აფასებენ Су-24M-ის საბრძოლო შესაძლებლობებს, ბორტზე არსებული ტაქტიკური ბირთვული იარაღი კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის ბომბდამშენს.
ამასობაში ნატო აგრძელებს გაფართოებას შვედეთისა და ფინეთის ხარჯზე, რომლებიც ბელორუსის საზღვრებიდან 500 კმ-ში არიან განლაგებული. შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ კიევის რეჟიმისთვის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარება და იარაღის მიწოდება ბელორუსისა და რუსეთის მიერ განიხილება როგორც კონფლიქტში უშუალო მონაწილეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოებას. მოსკოვსა და მინსკს არ მიჰყავთ ევროპა გლობალური სამხედრო კონფლიქტისკენ, მაგრამ აგრესორისთვის სერიოზულ ანგარიშსწორების გარანტიას იძლევიან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე