https://sputnik-georgia.com/20220902/uaqcizo-sigarettan-brzola-agvistos-monacemebi-270024317.html
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - აგვისტოს მონაცემები
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - აგვისტოს მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. 02.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-02T17:50+0400
2022-09-02T17:50+0400
2022-09-02T20:54+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/77/234097742_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_1adc17c2e1bc1ec269cedbd0aeb062bc.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში 14,7 ათასზე მეტი კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი და 10 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქო ამოიღეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-გადაზიდვის 189 ფაქტი გამოვლინდა.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა.საქმის მასალები ორ ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო დანარჩენი 85 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში მძიმე პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/77/234097742_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_ff46ea94588c0246a2a79ff773cffb20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - აგვისტოს მონაცემები
17:50 02.09.2022 (განახლებულია: 20:54 02.09.2022) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში 14,7 ათასზე მეტი კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი და 10 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქო ამოიღეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-გადაზიდვის 189 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა.
უწყების ცნობით, სამართალდამრღვევი პირების მიმართ 102 ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმის მასალები სასამართლოს გადაეგზავნა.
საქმის მასალები ორ ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო დანარჩენი 85 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში მძიმე პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე.