Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რა ღირს სწავლა გიმნაზიაში, სადაც ქეთა თოფურიას შვილი დადის - ფოტოები და ვიდეო

© Instagram / photo: Keti_one_official / Instagramქეთა თოფურია ქალიშვილთან ერთად
ქეთა თოფურია ქალიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
რუსეთში, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, სწავლა 1 სექტემბერს დაიწყო და რუსეთში მცხოვრებმა ქეთა თოფურიამაც ქალიშვილი ოლივია სკოლაში წაიყვანა.
მომღერალმა არჩევანი გასულ წელს პრიმაკოვის სახელობის გიმნაზიაზე გააკეთა, რომელიც მოსკოვის ოდენცოვოს ოლქშია და საუკეთესო სკოლების რიცხვში შედის. აქ ბავშვები 3-დან 18 წლამდე სწავლობენ სხვადასხვა საფეხურზე და ყველა მათგანს გიმნაზიაში კონკურსის საფუძველზე იღებენ.
როგორც ჩანს, ოლივია აქამდე გიმნაზიის მოსამზადებელ ჯგუფში იყო, წელს კი პირველ კლასში დაიწყო სწავლა. სკოლაში რამდენიმე ენა ისწავლება, თუმცა პრიორიტეტული ინგლისურია. სწავლის საფასური წელიწადში საშუალოდ 800 ათასი რუბლია, რაც დაახლოებით 11 ათას დოლარს შეესაბამება. საინტერესოა, რომ სკოლის დირექტორი ქართველია – მაია მაისურაძე.
„პირველი სექტემბერი და პირველ კლასში. გიხარია სკოლაში? როგორი განწყობა გაქვს?“ – ეკითხება მომღერალი მანქანაში სკოლისკენ მიმავალ შვილს, რომელიც გულიანად იცინის.
ყველა ახალი ამბავი
0