მეუღლის ოჯახის წევრების დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულთა გადარჩენა მოხერხდა.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის ოჯახის ხუთი წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ პირს 20 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისა და მუქარისთვის წარსულში ნასამართლევმა პირმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გარდა ამისა, ბრალდებული 2021 წლის 11 დეკემბერს მეუღლის მშობლების სახლში მივიდა, სადაც დანით დაზიანებები მიაყენა მეუღლის დედ-მამას, მეუღლის დას, მეუღლის ძმისცოლს და მის მცირეწლოვან შვილს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულთა გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ინციდენტის დღესვე დააკავეს. მას ბრალდება ოჯახში ძალადობისა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ჩადენისთვის წარედგინა.
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ყველა ახალი ამბავი
0