მაშველებმა სოფელ მისაქციელში დაკარგული ოთხი წლის ბავშვი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerსამძებრო ოპერაცია
სამძებრო ოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
მაშველებმა ბავშვი სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. მაშველებმა სოფელ მისაქციელში დაკარგული ოთხი წლის ბიჭუნა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ოჯახის წევრებისგან შევიდა. ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ბავშვი სახლიდან დაახლოებით ერთი საათის წინ გავიდა და ვეღარ პოულობენ.
მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ. ბავშვი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ იპოვეს და ის ოჯახს დაუბრუნეს.
ბავშვი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0