https://sputnik-georgia.com/20220902/isemiuri-insultis-riski-sisxis-jgufi-270032893.html
ნაადრევი ინსულტი სისხლის ჯგუფზეა დამოკიდებული: მეცნიერებმა სარისკო ტიპი დაადგინეს
ნაადრევი ინსულტი სისხლის ჯგუფზეა დამოკიდებული: მეცნიერებმა სარისკო ტიპი დაადგინეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარებმა დაადგინეს, რომელი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები არიან მიდრეკილი... 02.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-02T19:34+0400
2022-09-02T19:34+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23991/95/239919515_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_08403091fd05d4dced72e8a31e82714a.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარებმა დაადგინეს, რომელი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები არიან მიდრეკილი იშემიური ინსულტისადმი 60 წლამდე. მათი ნაშრომი ჟურნალ Neurology-შია გამოქვეყნებული.მეცნიერებმა 48 კვლევის მონაცემები გააანალიზეს, რომლებშიც თითქმის 600.000 ადამიანი მონაწილეობდა, და გაარკვიეს, რომ 60 წლამდე ინსულტის რისკი სისხლის II ჯგუფის მქონე ადამიანებს, სხვა ჯგუფებთან შედარებით, 16%-ით მეტი აქვთ, ხოლო I ჯგუფის სისხლის მქონეებს, პირიქით, 12%-ით ნაკლებად ემუქრებათ ადრეული ინსულტის განვითარების რისკი.მათი თქმით, დიდი ალბათობით, ინსულტის მაღალ რისკებს სისხლის შედედების ფაქტორები და თრომბოზებისადმი მიდრეკილება განაპირობებს, რაც სწორედ სისხლის მეორე ჯგუფის ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.თუმცა მკვლევარები იქვე აღნიშნავენ, რომ სისხლის ჯგუფი არ უნდა მივიჩნიოთ დაავადების გარდაუვალ მაჩვენებლად, ვინაიდან გამონაკლისი ყველა წესში არსებობს.გარდა ამისა, არსებობს მონაცემები, რომ ამ ჯგუფის სისხლის მქონეები უფრო რთულად უმკლავდებიან სტრესებს და მიდრეკილები არიან ალკოჰოლიზმისადმი. როგორც კვლევები აჩვენებს, მათ ორგანიზმში სტრესის ჰორმონები — კორტიზოლი და ადრენალინი უფრო დიდი რაოდენობით გამომუშავდება. სწორედ ამიტომ ურჩევენ ექიმები მათ ისეთი მომადუნებელი აქტივობებით დაკავებას, როგორიცაა იოგა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23991/95/239919515_108:0:1813:1279_1920x0_80_0_0_872a26d150f201296bd7e665c35c50ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარებმა დაადგინეს, რომელი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები არიან მიდრეკილი იშემიური ინსულტისადმი 60 წლამდე. მათი ნაშრომი ჟურნალ
Neurology-შია გამოქვეყნებული.
მეცნიერებმა 48 კვლევის მონაცემები გააანალიზეს, რომლებშიც თითქმის 600.000 ადამიანი მონაწილეობდა, და გაარკვიეს, რომ 60 წლამდე ინსულტის რისკი სისხლის II ჯგუფის მქონე ადამიანებს, სხვა ჯგუფებთან შედარებით, 16%-ით მეტი აქვთ, ხოლო I ჯგუფის სისხლის მქონეებს, პირიქით, 12%-ით ნაკლებად ემუქრებათ ადრეული ინსულტის განვითარების რისკი.
„მანამდე მიიჩნეოდა, რომ პირველი ჯგუფის გარდა, ნაადრევი ინსულტის გაზრდილი რისკი სხვა ნებისმიერი სისხლის ჯგუფის მქონეებს ემუქრებოდა. მაგრამ ჩვენი მეტაანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ ინსულტის რისკი ძირითადად სისხლის მეორე ჯგუფს უკავშირდება“, — განაცხადეს კვლევის ავტორებმა, პროფესორებმა ბრექსტონ მიტჩელმა და სტივენ კიტნერმა.
მათი თქმით, დიდი ალბათობით, ინსულტის მაღალ რისკებს სისხლის შედედების ფაქტორები და თრომბოზებისადმი მიდრეკილება განაპირობებს, რაც სწორედ სისხლის მეორე ჯგუფის ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.
თუმცა მკვლევარები იქვე აღნიშნავენ, რომ სისხლის ჯგუფი არ უნდა მივიჩნიოთ დაავადების გარდაუვალ მაჩვენებლად, ვინაიდან გამონაკლისი ყველა წესში არსებობს.
გარდა ამისა, არსებობს მონაცემები, რომ ამ ჯგუფის სისხლის მქონეები უფრო რთულად უმკლავდებიან სტრესებს და მიდრეკილები არიან ალკოჰოლიზმისადმი. როგორც კვლევები აჩვენებს, მათ ორგანიზმში სტრესის ჰორმონები — კორტიზოლი და ადრენალინი უფრო დიდი რაოდენობით გამომუშავდება. სწორედ ამიტომ ურჩევენ ექიმები მათ ისეთი მომადუნებელი აქტივობებით დაკავებას, როგორიცაა იოგა.