მიმოხილვა: უკრაინელი ჯარისკაცები ენერგოდარში, IAEA-ს მისია და რუსული ჯარების მოქმედებები

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalcgevskiy / გადასვლა მედიაბანკშირაფაელ გროსი
რაფაელ გროსი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ზაპოროჟიეს აეს-ზე იმ დღეს, როდესაც იქ IAEA-ს მისია ჩავიდა, „რია ნოვოსტის“ სამხედრო მიმომხილველი წერს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამდინარო დესანტს ენერგოდარის გარეუბანში მიზნად დივერსიული აქტი ან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აღება ჰქონდა IAEA-ს დელეგაციის ვიზიტის წინა დღეს. მოულოდნელობაზე გათვლილმა გეგმამ ერთი დღით ადრე დაიწყო დაშლა, როდესაც ენერგოდარში უკრაინელი დივერსანტების ჯგუფი დააკავეს.
კიევის რეჟიმი არ წყვეტს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დიდი პროვოკაციის (კატასტროფის) მოწყობის მცდელობებს. კახოვკის წყალსაცავის სანაპიროზე, ატომური ელექტროსადგურის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამ კილომეტრში, 1 სექტემბერს, დილის 06:20 საათზე, უკრაინული 60-კაციანი დესანტი გადმოსხდა შვიდი მოტორიანი ნავით. რუსეთის ჯარებმა დაუყოვნებლად დაბლოკეს და გაანადგურეს თითქმის ყველა დივერსანტი ავიაციის გამოყენებით. სამი ტყვედ აიყვანეს.
თითქმის სინქრონულად (დაახლოებით დილის 7:00 საათზე) სოფელ ვოდიანოეს მიდამოებში, ატომური ელექტროსადგურის დასავლეთით 6 კილომეტრში, რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა უკრაინული სპეცრაზმის კიდევ ორი ​​ჯგუფის დაშვების მცდელობა აღკვეთეს. ჩაძირეს ორი თვითმავალი ბარჟა, რომლებზეც 280-მდე უკრაინელი მებრძოლი იმყოფებოდა. დნეპრის მარცხენა სანაპირო სავსეა ელიტარული ქვედანაყოფების უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ათობით გვამით. ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ისედაც მკაცრი ზომები კიდევ მეტად გაძლიერდა.
თუ 1 სექტემბრის დილის „თავსატეხებს“ უკრაინული დივერსიული ჯგუფის განეიტრალებას 31 აგვისტოს სამი კამიკაძე დრონით ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის წარუმატებელ მცდელობასაც დავუმატებთ, აშკარა ხდება, რომ კიევის რეჟიმი სერიოზული პროვოკაციისთვის ემზადება ენერგოდარში — ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს ექსპერტების მუშაობის ჩაშლის მიზნით. ან მისი დაკავებისთვის უცხოელი სპეციალისტების, როგორც ცოცხალის ფარის გამოყენებით. რუსული მხარე კვლავ აკონტროლებს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და ენერგოდარში IAEA-ს მისიის მუშაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
უკრაინული ტელეგრამ-არხები პრეზიდენტის ოფისში გამართულ „ფრენების გარჩევაზე“ იუწყებიან. სავარაუდოდ, უკრაინის გენერალური შტაბი ბრიტანულ დაზვერვასთან ერთად ამზადებდა ოპერაციას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდების მიზნით. კიევში წარუმატებლობის მიზეზად ღალატს, ინფორმაციის გაჟონვას მიიჩნევენ.
თუმცა ძნელია, რომ კახოვკის წყალსაცავის ზედაპირზე — მზის ამოსვლისას — მოტორიანი ნავების ფარა და ორი საეჭვო ბარჟა ვერ შეამჩნიო. წარუმატებელი „ჰოლივუდური შეტევა" და უკრაინის შეიარაღებული ძალების უზარმაზარი დანაკარგები ნიკოლაევის რეგიონში, 1 სექტემბერს ენერგოდარში GUR-ის სპეციალისტების სამარცხვინო დაშვება, სასწრაფოდ მოითხოვს „განტევების ვაცის“ მოძებნას, რომელიც შეიძლება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აღმოჩნდეს.

დემილიტარიზაცია გრძელდება

უკრაინამ პროგნოზირებადად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება IAEA-ს დელეგაციის ინტერესებში. კიევის რეჟიმს არ სჭირდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე უცხოელი სპეციალისტებისა და ჟურნალისტების არსებობა, რომლებსაც შეუძლიათ გაიგონ და თქვან უკრაინული არტილერიის უგუნური სროლის შესახებ ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე.
ფსონები ძალიან მაღალია: უკრაინის ელექტროენერგიის 21 პროცენტზე მეტი ადრე აქ იწარმოებოდა — დღევანდელი ფასებით, თვეში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულებისა. ვაშინგტონი ასევე არ არის დაინტერესებული ენერგოდარიდან ობიექტური ინფორმაციით, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების გეგმები პენტაგონშია შედგენილი. შეერთებულ შტატებს ტროფეის სახით მთელი უკრაინა სჭირდება და არა დარჩენილი „ნაწილები“. ამერიკელებს მხოლოდ რუსეთთან ბირთვული კონფლიქტის შიში აჩერებს ნატოს ჯარების უშუალო ჩართვისგან უკრაინის ოპერაციების თეატრში.
როგორც CNN იტყობინება ამერიკულ, დასავლურ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით, შეერთებული შტატები უკრაინას შეტევითი ოპერაციების დაგეგმვაში ეხმარება — მხოლოდ იმ მოტივით, რომ, როგორც მიაჩნიათ, მხოლოდ მათ შეუძლიათ ამის უზადოდ გაკეთება.
მაგრამ აშშ-სა და ნატოს ბოლო 75 წლის განმავლობაში არცერთი ომი არ მოუგიათ. პენტაგონის მეთაურები ადაპტირებული არიან საბრძოლო გარემოზე, რომელშიც მაღალტექნოლოგიური მოწინააღმდეგე არ ჰყავთ. ამერიკელი მრჩევლები და „სპეციალისტები“ უკრაინის არმიას სამხედრო საქმეში ვერაფერ კარგს ვერ ასწავლიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ენერგოდარში სადესანტო (დივერსიული) ოპერაცია თავშივე მარცხისთვის იყო განწირული. ტაქტიკურ დახვეწილობას რომ არც შევეხოთ, ყველაზე გაწვრთნილი სპეცრაზმის ჯარისკაცებიც კი, ბევრ საბრძოლო მასალას ვერ ზიდავენ. ხოლო ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური განსაკუთრებით დაცული ობიექტია. როსგვარდიამ თავისი საქმე იცის და გამუდმებით მზადაა უკრაინელ დივერსანტებთან შესახვედრად.
მანამდე ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორ წარუმატებლად იყო ორგანიზებული უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სადესანტო ოპერაციები ზმეინის კუნძულზე ბრიტანელი სამხედრო მრჩევლების მიერ — იქ ასზე მეტი უკრაინელი სპეციალისტი და ათობით ერთეული სამხედრო ტექნიკა ორჯერ განადგურდა.
მეორე მხრივ, სპეცოპერაციის დროს რუსულმა ჯარებმა დონბასის ტერიტორიის 80 პროცენტი გაწმინდეს ნაცისტებისაგან, დამაჯერებლად აიღეს კონტროლი ხერსონის რეგიონზე და ზაპოროჟიეს რეგიონის ნაწილზე — უკრაინა აზოვის ზღვას მოწყვიტეს. გათავისუფლებულ რეგიონებში შეიქმნა ახალი ადმინისტრაციები, გაჩნდა რუსული ტელეარხები და რადიოსადგურები. ადგილობრივი მოსახლეობა იღებს რუსეთის მოქალაქეობას, მატერიალურ დახმარებას და რეფერენდუმის გზით აპირებს რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0