ღარიბაშვილმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი  - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის მისამართით ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკულ წერილებთან დაკავშირებით.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველო ძლიერი, მაგრამ პატარა ქვეყანაა, ამიტომაც სტაბილური განვითარებისთვის მას სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერება სჭირდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, და საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და განვითარება.

„ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების განმტკიცება და განვითარება. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი... კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი ინტერესი ურთიერთობების გაძლიერებაა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს, მათ შორის, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებებით არაერთი პოზიტიური პროექტი განახორციელა.
მთავრობის მეთაურმა ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის მისამართით ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკულ წერილებთან დაკავშირებით.
„მე მოვისმინე ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც და პოლემიკაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში... ვფიქრობ, რომ მგავსი პოლემიკით ამერიკასთან ურთიერთობებს კი არ გავაძლიერებთ, არამედ დავასუსტებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა მმართველი პარტიის დატოვების შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს.
დეპუტატები მკაცრ წერილებს აქვეყნებენ აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მიმართ და მას საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის, „ქართული ოცნების“ დამხობისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობაში ადანაშაულებენ.
ყველა ახალი ამბავი
0