ევრობასკეტი-2022: საქართველომ სასტარტო თამაში ბელგიასთან წააგო

© Georgian Basketball Federationკალათბურთი. საქართველო-ბელგია
კალათბურთი. საქართველო-ბელგია - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
3 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ჯგუფის ფავორიტს – ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები ევრობასკეტი-2022-ის A ჯგუფის სასტარტო მატჩში ბელგიის ნაკრებთან დამარცხდა – 76:79.
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 1 სექტემბერს ევროპის ერთდროულად ოთხ ქალაქში – კიოლნში, პრაღაში, მილანსა და თბილისში დაიწყო.
ბელგიის ნაკრები პირველ ორ მეოთხედში თავდაჯერებულად ლიდერობდა – 16:11, 22:21. ვითარება შეიცვალა მეოთხე მეოთხედში, როდესაც საქართველოს ნაკრები ხუთი ქულით იგებდა – 67:62. თუმცა ძირითადი დრო მაინც ფრედ დამთავრდა და შეხვედრის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა.
დამატებით ხუთ წუთში საქართველოს ნაკრები ჩამორჩებოდა, თუმცა ბოლო წამებზე ანგარიში თანაბარი იყო. თამაშის ბედი ოვერტაიმის დასრულებამდე სამი წამით ადრე ჯონათან ტაბუს ზუსტმა სამქულიანმა სროლამ გადაწყვიტა – 76:79.
თამაშის დროს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ბითაძემ კოჭის ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, დაეხმარება თუ არა ის გუნდს მომდევნო მატჩში.
3 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ჯგუფის ფავორიტს – ესპანეთის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც პირველ შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 114:87 დაამარცხა.
მესამე, თურქეთი–მონტენეგროს თამაში თბილისში თურქების გამარჯვებით 72:68 დასრულდა.
ყველა ახალი ამბავი
0