აფეთქება დიდ დიღომში: როგორია დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიპალატა
პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
დაშავებული ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალისა და მისი მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები აქვთ მიღებული.
აფეთქება დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში 1 სექტემბერს, გამთენიისას მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. მომხდარის შედეგად დაშავდნენ ნიგერიის მოქალაქეები – ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი.

ექიმების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებენ მკურნალობას. უტარდებათ ინტენსიური თერაპია, რომლის ფონზეც შესაძლებელი ხდება სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების სტაბილიზება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში სხეულის კრიტიკული დამწვრობით, სასუნთქი გზების თერმული დაზიანებით, გამოხატული დამწვრობითი შოკით შეიყვანეს.
ამ დროისათვის იაშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ახალგაზრდა ქალი კი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი ავტომანქანები.
ყველა ახალი ამბავი
0