საქართველოში 4 სექტემბრიდან ამინდი შეიცვლება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცხელი და უნალექო ამინდი 3 სექტემბრამდე შენარჩუნდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურამ შეიძლება 40 გრადუსსაც კი გადააჭარბოს.
4 სექტემბრიდან კი ამინდი შეიცვლება. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში წვიმას ვარაუდობენ. მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი შტორმი.
ყველა ახალი ამბავი
0