https://sputnik-georgia.com/20220901/ucnobi-warmosobis-pnevmonia-argentinasi-269967061.html
ექიმი და მედდა უცნობი წარმოშობის პნევმონიით დაიღუპნენ: კლინიკა კარანტინზეა
ექიმი და მედდა უცნობი წარმოშობის პნევმონიით დაიღუპნენ: კლინიკა კარანტინზეა
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. არგენტინის ერთ-ერთ კერძო სამედიცინო ცენტრში ექიმი და მედდა უცნობი წარმოშობის პნევმონიით დაიღუპნენ, იტყობინება Todo Noticias-ი... 01.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-01T10:34+0400
2022-09-01T10:34+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
არგენტინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250910711_0:202:2920:1845_1920x0_80_0_0_78864beaeb69cf05f3d40949efc355f5.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. არგენტინის ერთ-ერთ კერძო სამედიცინო ცენტრში ექიმი და მედდა უცნობი წარმოშობის პნევმონიით დაიღუპნენ, იტყობინება Todo Noticias-ი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სამედიცინო ცენტრ Luz Médica-ში მოხდა. რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანილი ექიმი პირველი გარდაიცვალა, რამდენიმე საათის შემდეგ კი 45 წლის მედდა დაიღუპა იგივე უცნობი დაავადებით.აღინიშნება, რომ სულ ქვეყანაში უცნობი წარმოშობის პნევმონიის ექვსი შემთხვევაა დაფიქსირებული. ექვსივე პაციენტი (მათ შორის გარდაცვლილი ექიმი და მედდა) რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.თავდაპირველად ექიმები ვარაუდობდნენ, რომ პაციენტებს პნევმონია A ან B ტიპის გრიპის, ჰანტავირუსის ან COVID-19-ის გამო განუვითარდათ, მაგრამ შემდეგ ეს ვარიანტები გამოირიცხა.როგორდ Luz Médica-ს დირექტორმა ალეხანდრო ლემბომ პრესკონფერენციაზე განმარტა, დაავადება შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული ხასიათისა. დაავადებულებს ყველაზე ხშირად აღენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: ცხელება, ქოშინი და ხველა. ამასთან მათი მდგომარეობა გრიპით დაავადებულთა მდგომარეობის მსგავსია.ამ დროისათვის ცენტრი, სადაც დაავადების გავრცელება მოხდა, კარანტინზეა გადაყვანილი მინიმუმ ერთი კვირით. თანამშრომლებმა გეგმიური სამედიცინო მომსახურება შეაჩერეს და მხოლოდ ვიდეოკონსულტაციებს იძლევიან.წყარო: Todo Noticias
არგენტინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250910711_96:0:2825:2047_1920x0_80_0_0_e476c4f4821e0bafa62162bddad6015e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
არგენტინა , მსოფლიოს ახალი ამბები
არგენტინა , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. არგენტინის ერთ-ერთ კერძო სამედიცინო ცენტრში ექიმი და მედდა უცნობი წარმოშობის პნევმონიით დაიღუპნენ, იტყობინება Todo Noticias-ი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სამედიცინო ცენტრ Luz Médica-ში მოხდა. რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანილი ექიმი პირველი გარდაიცვალა, რამდენიმე საათის შემდეგ კი 45 წლის მედდა დაიღუპა იგივე უცნობი დაავადებით.
აღინიშნება, რომ სულ ქვეყანაში უცნობი წარმოშობის პნევმონიის ექვსი შემთხვევაა დაფიქსირებული. ექვსივე პაციენტი (მათ შორის გარდაცვლილი ექიმი და მედდა) რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
თავდაპირველად ექიმები ვარაუდობდნენ, რომ პაციენტებს პნევმონია A ან B ტიპის გრიპის, ჰანტავირუსის ან COVID-19-ის გამო განუვითარდათ, მაგრამ შემდეგ ეს ვარიანტები გამოირიცხა.
როგორდ Luz Médica-ს დირექტორმა ალეხანდრო ლემბომ პრესკონფერენციაზე განმარტა, დაავადება შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული ხასიათისა. დაავადებულებს ყველაზე ხშირად აღენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: ცხელება, ქოშინი და ხველა. ამასთან მათი მდგომარეობა გრიპით დაავადებულთა მდგომარეობის მსგავსია.
ამ დროისათვის ცენტრი, სადაც დაავადების გავრცელება მოხდა, კარანტინზეა გადაყვანილი მინიმუმ ერთი კვირით. თანამშრომლებმა გეგმიური სამედიცინო მომსახურება შეაჩერეს და მხოლოდ ვიდეოკონსულტაციებს იძლევიან.