მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მეცნიერებმა ტექნიკის დისტანციური ლაზერული დამტენი შექმნეს

© Pixabay
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
გამოწერა
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. სამხრეთ კორეის სეჯონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენებით ელექტროენერგიის დისტანციურად გადაცემის ტექნოლოგია შექმნეს, რომლის მეშვეობითაც ელექტრომოწყობილობის დატენვა 30 მეტრის რადიუსში შეიძლება.
მართალია, ჯერჯერობით ტექნოლოგიის მაქსიმალური ოპტიკური სიმძლავრე მხოლოდ 400 მვტ-ია, ხოლო ელექტრული — 85 მვტ, რაც არც ისე ბევრია და მხოლოდ მარტივი სენსორის დასატენად გამოდგება, მაგრამ ინჟინრები გვპირდებიან, რომ მომავალში დანადგარის წარმადობას გაზრდიან.
ელექტროენერგიით უსადენო დატენვა სიახლე არ არის — უკვე ბევრ სმარტფონს აქვს მაგნიტური ველის გამოყენებით დატენვის მხარდაჭერა. მაგრამ ამ ტექნოლოგიებს აქვთ დიდი მინუსი — მცირე დიაპაზონი, სულ რამდენიმე სანტიმეტრი.
სწორედ დატენვის დიაპაზონის გასაზრდელად გამოიყენეს მეცნიერებმა ახალ ტექნოლოგიაში ინფრაწითელი ლაზერი, რომლის ტალღის სიგრძე 1.550 ნანომეტრია. სწორედ ეს დიაპაზონი მიიჩნევა ადამიანის თვალებისა და კანისთვის უსაფრთხოდ.
მომავალში ინჟინრები მოწყობილობის გაუმჯობესებას აპირებენ, რათა ერთი გადამცემიდან ენერგიით რამდენიმე მიმღები უზრუნველყონ.
ყველა ახალი ამბავი
0