შილდის ტყეში ხანძარია

© press-service of the Ministry of Internal Affairs of Georgiaტყის ხანძრის ქრობა
ტყის ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
გამოწერა
ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში ხანძარია, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეკომპანიის ცნობით, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ტყეში ცეცხლის სამი კერაა. ცეცხლი მთიან, რთულ რელიეფზეა გავრცელებული.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
წყარო - „პირველი არხი“.
ყველა ახალი ამბავი
0