როგორია დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
გამოწერა
აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი ავტომანქანები.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალისა და მისი მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
აფეთქება დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში დღეს, გამთენიისას მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. მომხდარის შედეგად დაშავდნენ ნიგერიის მოქალაქეები – ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი.
ახალგაზრდა ქალი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„რეანიმაციულ განყოფილებაში ახალგაზრდა ქალი სხეულის კრიტიკული დამწვრობით, სასუნთქი გზების თერმული დაზიანებით, გამოხატული დამწვრობითი შოკით დილის 9 საათისთვის შემოიყვანეს. ტრავმა მიეკუთვნება სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებათა ჯგუფს“, – განაცხადა კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგმა ქეთევან თარგამაძემ.

ასევე კრიტიკულად მძიმეა ბავშვის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი ავტომანქანები.
ყველა ახალი ამბავი
0