რატომ გვესიზმრებიან ყოფილი ქმრები: ფსიქოლოგები ექვს მიზეზს ასახელებენ

© Pixabay / stevepbგანქორწინება
განქორწინება - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
გამოწერა
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ადამიანებს ხშირად ესიზმრებათ ყოფილი მეუღლეები ან შეყვარებულები, თუმცა არა აუცილებლად იმიტომ, რომ კვლავაც უყვართ ისინი, აცხადებენ ფსიქოთერაპევტები.
მათი თქმით, ყოფილების დასიზმრებას რამდენიმე მიზეზი აქვს — ადამიანს ძილში ექს-პარტნიორი არცთუ იშვიათად ეცხადება, თუ:

თავს მარტოსულად გრძნობს

თუ თავს მარტოსულად მიიჩნევთ და ამის გამო შეწუხებული ხართ, არ არის გამორიცხული, რომ ყოფილი პარტნიორი ხშირად დაგესიზმროთ. და ეს ნორმალურია. აუცილებელი არ არის, რომ კვლავაც მასთან ყოფნა გინდოდეთ, უბრალოდ, შესაძლოა, ის დრო გენატრებათ, როდესაც მარტო არ იყავით.
საქმე ისაა, რომ ადამიანის მეხსიერება, რომელსაც სიყვარული და ურთიერთობები აკლია, ხშირად უბრუნდება იმ მოგონებებს, როდესაც ერთიც ჭარბად ჰქონდა და მეორეც.

ყოფილთან უბედური იყო

თუ ყოფილი მეუღლე ან შეყვარებული ემოციურად ან ფიზიკურად ძალადობდა თქვენზე, მაშინ ის კიდევ დაგესიზმრებათ რამდენიმე თვის განმავლობაში.
საქმე ისაა, რომ ადამიანებს, რომლებმაც რაიმე სახის ტრავმა გადაიტანეს, ხშირად ესიზმრებათ პოსტტრავმატული კოშმარები. ამგვარ სიზმრებს თან ახლავს ძლიერი შიშის შეგრძნება და ასევე ფიზიკური სიმპტომები: ოფლიანობა და გახშირებული გულისცემა.
გარდა ამისა, პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა ასევე შეიძლება გამოვლინდეს ისეთი დამატებითი სიმპტომებითაც, როგორებიცაა:
ოჯახისა და მეგობრებისგან მოწყვეტის შეგრძნება;
უგუნური, დაუფიქრებელი ქცევები;
ნეგატიური აზრები საკუთარ თავზე.
ამიტომ, თუ ასეთ სიზმრებს ხედავთ, კარგი იქნება, თუ ფსიქოთერაპევტს მიმართავთ, რომელიც სიმპტომებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ყოფილი სიყვარული არ დავიწყებია

როგორც ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, მძიმე განშორებით დათრგუნული ადამიანები, როგორც წესი, ხშირად ხედავენ ერთსა და იმავე თემაზე სიზმრებს თავიანთი ყოფილების მონაწილეობით.
ამიტომ, თუ ერთი და იგივე ზმანებები გესიზმრებათ იმ კარგ დროზე, როდესაც საყვარელ ადამიანთან ერთად იყავით, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ყოფილი ჯერ კიდევ არ დაგვიწყებიათ, ან ურთიერთობა ბოლომდე არ დაგისრულებიათ.

ახალი შეყვარებული რაღაცით ჰგავს ყოფილს

თუ უკვე ახალი პარტნიორი გყავთ, მაგრამ ყოფილი სიყვარული მაინც გესიზმრებათ, ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს:
გსურთ ყოფილის დაბრუნება;
ყოფილის დაბრუნება არ გინდათ, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცები, რომლებიც იმ ძველი დროიდან გენატრებათ;
ახალი პარტნიორი რაიმე ნეგატიური შაბლონით გაგონებთ ძველს, მაგალითად იმით, რომ მასავით არ გისმენთ, ან მასავით ელოდება, რომ ყველა პრობლემას თქვენ გადაჭრით.

აქვს შინაგანი კონფლიქტები

შესაძლოა შესანიშნავად გესმით, რატომ დაშორდით ექს-პარტნიორს, რა თვისებები არ მოგწონდათ მასში, მაგრამ მაინც განაგრძობთ მასზე ოცნებას. ამიტომ თუ ყოფილი გესიზმრებათ, ეს შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ საკუთარ თავთან „საქმის გარჩევები“ არ დაგისრულებიათ, შინაგან კონფლიქტებში არ გარკვეულხართ.
მაგალითად, გამორიცხული არ არის, საკუთარი თავის მიმართ ქვეცნობიერად გარკვეულ სისასტიკეს იჩენდეთ, ანუ ისევე ცუდად ექცეოდეთ თავს, როგორც თქვენი საყვარელი ადამიანი გექცეოდათ. ამიტომ თითოეული სიზმარი უნდა განიხილოთ როგორც პორტალი საკუთარ ქვეცნობიერში და ყველაფერი გამოარკვიოთ.

გათავისუფლდა წარსულისგან

თუ ყოფილი პარტნიორი პოზიტიურად გესიზმრებათ, ეს შესაძლოა იმაზე მეტყველებდეს, რომ მისდამი გრძნობებისგან სრულად გათავისუფლდით. ანუ გაიაზრეთ, რომ ზრდასრული ადამიანი ხართ და წინ უნდა იაროთ, რომ ყოფილის მადლობელი ხართ, ვინაიდან მან ურთიერთობები გასწავლათ.
გამორიცხული არ არის, ექს-შეყვარებული მთელი ცხოვრების განმავლობაში გესიზმრებოდეთ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კვლავაც გიყვართ იგი.
წყარო: Insider
ყველა ახალი ამბავი
0