კრწანისის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განახლდება

© press-service of Georgian Water and Powerკომპანია Georgian Water and Power-ის თანამშრომელი
კომპანია Georgian Water and Power-ის თანამშრომელი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
გამოწერა
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. კრწანისის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბურ სამუშაოებს იწყებს.
კრწანისის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის განახლება GWP-ს 2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. კომპანია პროექტში 8,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესი 1 სექტემბერს დაიწყება. ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად შეასრულებენ.

პროექტის რეალიზაციის პროცესში კრწანისის ქუჩაზე 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები სრულად შეიცვლება.
ახალ ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდება. ასევე სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.
დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით 1 სექტემბრიდან კრწანისის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
ყველა ახალი ამბავი
0