მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პრეზიდენტმა უფლებამოსილების ვადა შეიმცირა: დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიკასიმ-ჟომარტ ტოკაევი
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
გამოწერა
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გამოაცხადა.
ყაზახი ხალხისადმი მიმართვისას ტოკაევმა განაცხადა, რომ პოლიტიკური რეფორმები ტარდება ფორმულით „ძლიერი პრეზიდენტი — გავლენიანი პარლამენტი — ანგარიშვალდებული მთავრობა“, და სწორედ ის უნდა იყოს საზოგადოების ურყევი საფუძველი.

„გთავაზობთ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ამ შემოდგომაზე. სამართლიანი ყაზახეთის შექმნის გზაზე ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა ხალხის ნდობის ახალი მანდატი. ჩემთვის სახელმწიფოს ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. ამიტომ მზად ვარ, შევამოკლო ჩემი უფლებამოსილების ვადა და წავიდე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე“, — განაცხადა ტოკაევმა.

ამასთან, მისი აზრით, ასევე გადასახედია პრეზიდენტის უფლებამოსილების მოცულობა და ხანგრძლივობა.
„ჩემი რეკომენდაციაა – პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიზღუდოს ერთი 7-წლიანი ვადით, ხოლო ხელახალი არჩევა აკრძალული იყოს“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო რეფორმები ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პარტიათა რაოდენობის ზრდას, პოლიტიკური კონკურენციის გაძლიერებას, ხალხის რჩეულთა ახალი ტალღის გაჩენას.
ტოკაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმით გათვალისწინებული ყველა ინსტიტუციური ცვლილება საკანონმდებლო წესით წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ოთხჯერ ჩატარდა: 1999 წლის 10 იანვარს, 2011 წლის 3 აპრილს, 2015 წლის 26 აპრილს და 2019 წლის 9 ივნისს.
ამ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით, ქვეყანა პრეზიდენტს 5-წლიანი ვადით ირჩევს. ერთისა და იმავე პირის ზედიზედ არჩევა მხოლოდ ორჯერ არის შესაძლებელი.
წყარო: Sputnik-ყაზახეთი
ყველა ახალი ამბავი
0