https://sputnik-georgia.com/20220901/iaea--s-gendireqtorma-zaporojies-atomur-sadgurze-misiis-mtavari-mizani-daasaxela-269985471.html
IAEA-ს გენდირექტორმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მისიის მთავარი მიზანი დაასახელა
IAEA-ს გენდირექტორმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მისიის მთავარი მიზანი დაასახელა
Sputnik საქართველო
რაფაელ გროსი აეს-ის თანამშრომლებს შეხვდა
2022-09-01T19:42+0400
2022-09-01T19:42+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
უკრაინა
პოლიტიკა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/01/269982974_0:166:1600:1067_1920x0_80_0_0_8c4563bdf06daf64f81fbe01f21293f3.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისიის მიზანია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული ავარიისგან დაცვა, განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ სადგურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე.„ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს – სადგურის დაცვა ბირთვული ავარიისგან“, – განაცხადა IAEA-ს ხელმძღვანელმა.გროსის თქმით, „უნდა მოიძებნოს შესაძლებლობა და მოლაპარაკება ყველა მხარესთან მოხდეს“.IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ ზაპოროჟიეში ჩასვლისას დაბეჯითებით განაცხადა, რომ მისიის უსაფრთხოდ შესრულება შესაძლებელია. ქალაქ ენერგოდარის ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრ ვოლგამ განაცხადა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე უკრაინული დესანტი გადმოსხეს, მიმდინარეობს სროლა.ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ენერგოდართან. ბლოკების მიხედვით ეს ევროპაში ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ატომური ელექტროსადგურია. მარტიდან სადგურს რუსი სამხედროები იცავენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ეს აუცილებელია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.რუსული მხარის ცნობით, უკრაინული ქვედანაყოფები აგრძელებენ ენერგოდარის, მიმდებარე სოფლების და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვას.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/01/269982974_155:0:1578:1067_1920x0_80_0_0_b5d5049d1cd810151cfe2bce2f36d9b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
iaea გენდირექტორი ზაპოროჟიე ატომური სადგური აესი მისია მთავარი მიზანი რაფაელ გროსი
iaea გენდირექტორი ზაპოროჟიე ატომური სადგური აესი მისია მთავარი მიზანი რაფაელ გროსი
IAEA-ს გენდირექტორმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მისიის მთავარი მიზანი დაასახელა
19:42 01.09.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) რაფაელ გროსი ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს შეხვდა.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისიის მიზანია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული ავარიისგან დაცვა, განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ სადგურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე.
„ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს – სადგურის დაცვა ბირთვული ავარიისგან“, – განაცხადა IAEA-ს ხელმძღვანელმა.
გროსის თქმით, „უნდა მოიძებნოს შესაძლებლობა და მოლაპარაკება ყველა მხარესთან მოხდეს“.
IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ ზაპოროჟიეში ჩასვლისას დაბეჯითებით განაცხადა, რომ მისიის უსაფრთხოდ შესრულება შესაძლებელია. ქალაქ ენერგოდარის ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრ ვოლგამ განაცხადა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე უკრაინული დესანტი გადმოსხეს, მიმდინარეობს სროლა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ენერგოდართან. ბლოკების მიხედვით ეს ევროპაში ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ატომური ელექტროსადგურია. მარტიდან სადგურს რუსი სამხედროები იცავენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ეს აუცილებელია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.
რუსული მხარის ცნობით, უკრაინული ქვედანაყოფები აგრძელებენ ენერგოდარის, მიმდებარე სოფლების და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვას.