ფოთში მეტალურგიული ქარხანა ჰაერის დაბინძურებისთვის დაჯარიმდა

© photo: Sputnik / Vsevolod Tarasevich / გადასვლა მედიაბანკშიმეტალურგიული ქარხანა
მეტალურგიული ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
გამოწერა
საწარმოს ეკრძალება საქმიანობის განხორციელება შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქალაქ ფოთში მდებარე ქარხანა „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას" მეტალურგიული წარმოების უფლება სერიოზული დარღვევების გამო შეუჩერა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის 25 თებერვალსა და 4 აპრილს განხორციელებული ინსპექტირების შედეგად მეტალურგიულ საწარმოში „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე დამონტაჟებული ორი ინდუქციური ღუმელი გამოვლინდა. ამასთან, კომპანიაში არ ხდებოდა აირმტვერდამჭერი გამწმენდი მოწყობილობის გამოყენება.
ფოთის საქალაქო სასამართლომ შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია" სამართალდამრღვევად ცნო და 45 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ამასთან ერთად, საწარმოს ეზღუდება საქმიანობის განხორციელება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები რეგულარულად გააკონტროლებენ საწარმოს მიერ ადმინისტრაციული მიწერილობის მოთხოვნების შესრულების პროცესს.
ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 10 ათასი ლარიდან 30 ათას ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 20 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე.
ყველა ახალი ამბავი
0