დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციელები შემთხვევის ადგილზე
პოლიციელები შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
გამოწერა
ადგილობრივების თქმით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი ავტომანქანები.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში დღეს, გამთენიისას მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე, ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც ამ დროისათვის ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ადგილობრივების თქმით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი ავტომანქანები.
აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0