https://sputnik-georgia.com/20220901/datvra-da-xanzari-gaacina-mamakacs-brali-cecxlis-wakidebasi-edeba-269986212.html
დათვრა და ხანძარი გააჩინა: მამაკაცს ბრალი ცეცხლის წაკიდებაში ედება
დათვრა და ხანძარი გააჩინა: მამაკაცს ბრალი ცეცხლის წაკიდებაში ედება
Sputnik საქართველო
დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2022-09-01T20:11+0400
2022-09-01T20:11+0400
2022-09-01T22:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/19/252125004_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_a23340dc925f961be818775d61ad4cfd.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ქარელის რაიონის მკვიდრს საცხოვრებელი სახლებისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიანთკარში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ნარჩენების განადგურების მიზნით საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი დაანთო.ცეცხლი ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა, რის შედეგადაც დაიწვა სოფელში მდებარე 300 ათასი ლარის ღირებულების 6 სახლი, დამხმარე სათავსოები და ხეხილის ბაღები.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილებით წარედგინა, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას და განადგურებას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/19/252125004_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_be92f191f56856bd6dba3f4f67c40af5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ხანძარი ქარელი ელბაქიანთკარი მამაკაცი ბრალი ცეცხლი წაკიდება
ხანძარი ქარელი ელბაქიანთკარი მამაკაცი ბრალი ცეცხლი წაკიდება
დათვრა და ხანძარი გააჩინა: მამაკაცს ბრალი ცეცხლის წაკიდებაში ედება
20:11 01.09.2022 (განახლებულია: 22:18 01.09.2022) დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ქარელის რაიონის მკვიდრს საცხოვრებელი სახლებისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიანთკარში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ნარჩენების განადგურების მიზნით საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი დაანთო.
მიუხედავად იმისა, რომ თანასოფლელებმა ხანძრის გაჩენის გამო მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე გააფრთხილეს და ცეცხლის ჩაქრობა სთხოვეს, ცეცხლი არ ჩააქრო, ხოლო დასახმარებლად მისული მეზობლები სახლიდან გაყარა.
ცეცხლი ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა, რის შედეგადაც დაიწვა სოფელში მდებარე 300 ათასი ლარის ღირებულების 6 სახლი, დამხმარე სათავსოები და ხეხილის ბაღები.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილებით წარედგინა, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას და განადგურებას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.