https://sputnik-georgia.com/20220901/chiaturashi-pestivli-gaimarteba-269981423.html
ჭიათურაში ტურისტული ფესტივალი გაიმართება
ჭიათურაში ტურისტული ფესტივალი გაიმართება
Sputnik საქართველო
ორდღიან ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება იმერეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძები. 01.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-01T17:17+0400
2022-09-01T17:17+0400
2022-09-01T21:34+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24528/57/245285771_0:105:1111:729_1920x0_80_0_0_0314352704830f7ec84f55e921c0de02.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ჭიათურა 16-18 სექტემბერს ტურისტულ ფესტივალს უმასპინძლებს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.„გვეწვიეთ ჭიათურაში ტურიზმის ფესტივალზე და აივსეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ტურისტული ბანაკი, გაიმართება შეჯიბრი ნაოსნობასა და ველოტურში, ღონისძიების სტუმრებს ასევე ელოდებათ ვია ფერატას შოუ და სხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები.ორდღიან ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება იმერეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ TAMADA და Loudspeakers.ჭიათურის ტურისტული ფესტივალის გენერალური სპონსორია „ჯორჯიან მანგანეზი“. ფესტივალის მხარდამჭერები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24528/57/245285771_0:0:1111:833_1920x0_80_0_0_4408a8adbc9204a19c4c5da331a7bbe5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ჭიათურაში ტურისტული ფესტივალი გაიმართება
17:17 01.09.2022 (განახლებულია: 21:34 01.09.2022) ორდღიან ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება იმერეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძები.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ჭიათურა 16-18 სექტემბერს ტურისტულ ფესტივალს უმასპინძლებს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გვეწვიეთ ჭიათურაში ტურიზმის ფესტივალზე და აივსეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ტურისტული ბანაკი, გაიმართება შეჯიბრი ნაოსნობასა და ველოტურში, ღონისძიების სტუმრებს ასევე ელოდებათ ვია ფერატას შოუ და სხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები.
ორდღიან ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება იმერეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ TAMADA და Loudspeakers.
ჭიათურის ტურისტული ფესტივალის გენერალური სპონსორია „ჯორჯიან მანგანეზი“. ფესტივალის მხარდამჭერები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია.