ხიდურელი: საგრანტო პროგრამის გამარჯვებულთა 50% ქალია

© Enterprise Georgiaმიხეილ ხიდურელი
მიხეილ ხიდურელი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2022
გამოწერა
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში წელს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ახალი ბიზნეს-პროექტი გახდა გამარჯვებული, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.
სააგენტოს ინფორმაციით, საგრანტო კონკურსის გამარჯვებული 1.338 მეწარმე გახდა.

„მოხარული ვარ, რომ წელს სახელმწიფოს დახმარებითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანას უპრეცედენტოდ მზარდი რაოდენობის – ათასზე მეტი ახალი საწარმო შეემატება, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებაში“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.

მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობა წლიდან წლამდე იზრდება, სახელმწიფო სულ უფრო მეტ ბიზნეს-იდეას უჭერს მხარს და ეხმარება მათ იდეების რეალიზებაში, პროდუქციის დივერსიფიცირებასა და ექსპორტზე გატანაში. ამასთან, როგორც ხიდურელმა აღნიშნა, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მეწარმე ქალი ხდება საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.
მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა დაფინანსდება.
სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში 6.901 პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციების რაოდენობამ კი 78 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.
ყველა ახალი ამბავი
0