https://sputnik-georgia.com/20220831/xanzari-borjomis-xeobasi-masvelebi-mxrcolavi-kerebis-qrobas-ganagrzoben-269957149.html
ხანძარი ბორჯომის ხეობაში - მაშველები მხრჩოლავი კერების ქრობას განაგრძობენ
ხანძარი ბორჯომის ხეობაში - მაშველები მხრჩოლავი კერების ქრობას განაგრძობენ
Sputnik საქართველო
კვირის ბოლომდე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი და 40 გრადუსი სიცხე, აცხადებენ სინოპტიკოსები
2022-08-31T20:36+0400
2022-08-31T20:36+0400
2022-08-31T22:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23708/04/237080449_0:46:2000:1171_1920x0_80_0_0_8b73d7bf7c46312398310823ccc796b5.jpg
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება, ამჟამად მაშველები მხრჩოლავ კერებს აქრობენ, აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მე-12 დღეა გრძელდება. მეხანძრეები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.საქმეს ართულებს რელიეფი, რადგან, ავიაციის გარდა, ხანძრის სრულად ჩასაქრობად აუცილებელია კერების ხელით დამუშავება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ აკონკრეტებენ, მონაწილეობენ თუ არა ქრობაში ვერტმფრენები და რამდენი ეკიპაჟი რჩება ადგილზე.ქართველი სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირის ბოლომდე საქართველოს ტერიტორიაზე უნალექო ამინდი და 40 გრადუსიანი სიცხეა მოსალოდნელი.ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი, მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკა.უწყების ინფორმაციით, უკვე დაიწვა 150 ჰექტარი ტყე. ხანძრის მიზეზად ადამიანის დაუდევრობა სახელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23708/04/237080449_188:0:1812:1218_1920x0_80_0_0_fdc747231b5d6a658ea633f44efbe52c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ხანძარი ბორჯომი ხეობა მაშველები მხრჩოლავი კერები ქრობა
ხანძარი ბორჯომი ხეობა მაშველები მხრჩოლავი კერები ქრობა
ხანძარი ბორჯომის ხეობაში - მაშველები მხრჩოლავი კერების ქრობას განაგრძობენ
20:36 31.08.2022 (განახლებულია: 22:24 31.08.2022) კვირის ბოლომდე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი და 40 გრადუსი სიცხე, აცხადებენ სინოპტიკოსები.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება, ამჟამად მაშველები მხრჩოლავ კერებს აქრობენ, აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მე-12 დღეა გრძელდება. მეხანძრეები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
საქმეს ართულებს რელიეფი, რადგან, ავიაციის გარდა, ხანძრის სრულად ჩასაქრობად აუცილებელია კერების ხელით დამუშავება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ აკონკრეტებენ, მონაწილეობენ თუ არა ქრობაში ვერტმფრენები და რამდენი ეკიპაჟი რჩება ადგილზე.
ქართველი სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირის ბოლომდე საქართველოს ტერიტორიაზე უნალექო ამინდი და 40 გრადუსიანი სიცხეა მოსალოდნელი.
ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი, მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკა.
უწყების ინფორმაციით, უკვე დაიწვა 150 ჰექტარი ტყე. ხანძრის მიზეზად ადამიანის დაუდევრობა სახელდება.