უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2022
გამოწერა
პროდუქციის ღირებულება 38 ათას ლარს აჭარბებს. დაკავებულს ექვსიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე სამეგრელოში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შემდგომი რეალიზაციის მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს ინახავდა. სამართალდამცველებმა ჯამში 38.115 ლარის ღირებულების 8.470 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ყველა ახალი ამბავი
0