Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თამთა გოდუაძე მილიარდერ შეყვარებულთან ერთად კუნძულ მიკონოსზე დააფიქსირეს - ფოტოები

© courtesy of Tamta Goduadzeთამთა გოდუაძე
თამთა გოდუაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2022
გამოწერა
საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის თამთა გოდუაძის პირადი ცხოვრება არა მხოლოდ ქართული, უცხოური მედიისთვისაც ყოველთვის საინტერესოა. ქართველი მომღერალი საყვარელ ადამიანთან პარის კასიდოკოსტას-ლაცისისთან ერთად ზაფხულის ცხელ დღეებს​ კოსმოპოლიტურ კუნძულ მიკონოსზე ატარებს.
როგორც უცხოური მედია წერს, წყვილი იქ ყოველ წელს ჩადის საკუთარი იახტით. ისინი უკვე თითქმის 7 წელია ერთად არიან და სტაბილურ ურთიერთობას ინარჩუნებენ. პარალელურად ცდილობენ, რომ პირადი ცხოვრება არ გაასაჯაროონ.
პაპარაცებმა თამთა გოდუაძე პარისთან ერთად მატოიანიას ვიწრო ქუჩებში სეირნობისას დააფიქსირეს. თამთა გოდუაძის რჩეული 38 წლის პარის კასიდოკოსტას-ლაცისი ლა­ცი­სე­ბის უმდიდრესი ოჯა­ხის წარმომადგენელია. მისი ბიძა სპიროს ლაცისი „ფორბსმა“ 2020 წლის იანვარში ყველაზე მდიდარ ბერძნებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა 3 მლრდ ქონებით.
თამთას რჩეული მი­ლი­არ­დე­ლია, მას სოლიდური ქონება მემკვიდრეობით ერგო ნავთობის ბიზნეს-წილებიდან.
ყველა ახალი ამბავი
0