https://sputnik-georgia.com/20220831/shavi-kldeebis-tba-photo-269931486.html
საქართველოს ბუნება: მოგზაურობა შავი კლდეების ტბაზე - ფოტო
საქართველოს ბუნება: მოგზაურობა შავი კლდეების ტბაზე - ფოტო
Sputnik საქართველო
საქართველოში ბევრმა ტურისტმა იცის უკვე კარგად ცნობილი ტურისტული მარშრუტები, სადაც ისინი გიდებს დაჰყავთ. თუმცა ქვეყანასთან ზედაპირული გაცნობა – ეს მხოლოდ... 31.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-31T14:24+0400
2022-08-31T14:24+0400
2022-08-31T20:13+0400
ფოტო
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1e/269912840_0:188:2973:1860_1920x0_80_0_0_1d8322faeff05acc3a6718f1e7ec2013.jpg
საქართველოში ბევრია ისეთი ადგილი, სადაც მისვლა საკმაოდ რთულია, თუმცა მათი სილამაზით უკლებლივ ყველა იხიბლება. ზოგიერთი ტურისტი თავად მიემართება ასეთ ადგილებში და ქვეყანას ეცნობა. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი ლაგოდეხში მდებარე შავი კლდეების ტბას ესტუმრა. ტბა ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზეა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1e/269912840_121:0:2852:2048_1920x0_80_0_0_4d7ac139a2eab28c3a97c5419f030f22.jpg Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფოტო, მულტიმედია, фото
საქართველოს ბუნება: მოგზაურობა შავი კლდეების ტბაზე - ფოტო 14:24 31.08.2022 (განახლებულია: 20:13 31.08.2022 )
საქართველოში ბევრმა ტურისტმა იცის უკვე კარგად ცნობილი ტურისტული მარშრუტები, სადაც ისინი გიდებს დაჰყავთ. თუმცა ქვეყანასთან ზედაპირული გაცნობა – ეს მხოლოდ დასაწყისია.
საქართველოში ბევრია ისეთი ადგილი, სადაც მისვლა საკმაოდ რთულია, თუმცა მათი სილამაზით უკლებლივ ყველა იხიბლება. ზოგიერთი ტურისტი თავად მიემართება ასეთ ადგილებში და ქვეყანას ეცნობა. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი ლაგოდეხში მდებარე შავი კლდეების ტბას ესტუმრა. ტბა ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზეა.
© photo: Sputnik / Stringer ტბაზე ლაშქრობისას ორი დღის სავალი გზაა
ტბაზე ლაშქრობისას ორი დღის სავალი გზაა
© photo: Sputnik / Stringer პირველ დღეს ტურისტულ სადგურამდე მიდიან
პირველ დღეს ტურისტულ სადგურამდე მიდიან
© photo: Sputnik / Stringer მდინარის გადაკვეთის შემდეგ კი ბილიკი ტყეში შედის
მდინარის გადაკვეთის შემდეგ კი ბილიკი ტყეში შედის
© photo: Sputnik / Stringer მომზადებულ ტურისტებს დაახლოებით ექვსი საათი სჭირდებათ გზაში
მომზადებულ ტურისტებს დაახლოებით ექვსი საათი სჭირდებათ გზაში
© photo: Sputnik / Stringer პირველ სადგურამდე დაახლოებით 13 კილომეტრია. ღამის გათევა სწორედ აქ ჯობს, რადგან ტყეში გარეული ცხოველები ბინადრობენ
პირველ სადგურამდე დაახლოებით 13 კილომეტრია. ღამის გათევა სწორედ აქ ჯობს, რადგან ტყეში გარეული ცხოველები ბინადრობენ
© photo: Sputnik / Stringer საკუთარი კარვით გაჩერების ფასი 5 ლარია, კოტეჯში ღამის გათევა – 20 ლარი
საკუთარი კარვით გაჩერების ფასი 5 ლარია, კოტეჯში ღამის გათევა – 20 ლარი
© photo: Sputnik / Stringer დილით კი ასეთი პეიზაჟის ხილვაა შესაძლებელი
დილით კი ასეთი პეიზაჟის ხილვაა შესაძლებელი
© photo: Sputnik / Stringer გიდები ტურისტებს მეტი კომფორტისთვის ცხენებით გაცილებას სთავაზობენ
გიდები ტურისტებს მეტი კომფორტისთვის ცხენებით გაცილებას სთავაზობენ
© photo: Sputnik / Stringer გზა პირველი სადგურიდან ტბამდე 12 კილომეტრია, ამიტომ გასვლა დილიდანვე ჯობს, რათა გზაში არ დაბნელდეს
გზა პირველი სადგურიდან ტბამდე 12 კილომეტრია, ამიტომ გასვლა დილიდანვე ჯობს, რათა გზაში არ დაბნელდეს
© photo: Sputnik / Stringer თავიდან ბილიკი ტყეს მიუყვება, თუმცა შემდეგ ტყე მთავრდება
თავიდან ბილიკი ტყეს მიუყვება, თუმცა შემდეგ ტყე მთავრდება
© photo: Sputnik / Stringer ხეებზე ლურჯი და თეთრი ნიშნულებია, რათა ტურისტები არ დაიკარგონ
ხეებზე ლურჯი და თეთრი ნიშნულებია, რათა ტურისტები არ დაიკარგონ
© photo: Sputnik / Stringer მთებიდან ულამაზესი ხედი იშლება ალაზნის ველზე. ტბიდან 4 კილომეტრში სასაზღვრო კოტროლის გავლაა საჭირო. შესაბამისი საბუთები ნაკრძალის შესასვლელში გაიცემა
მთებიდან ულამაზესი ხედი იშლება ალაზნის ველზე. ტბიდან 4 კილომეტრში სასაზღვრო კოტროლის გავლაა საჭირო. შესაბამისი საბუთები ნაკრძალის შესასვლელში გაიცემა
© photo: Sputnik / Stringer მესაზღვრეები ამოწმებენ მოგზაურებს, რადგან ეს სასაზღვრო ზონაა - ტბა საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. ტბის ერთი ნაწილი საქართველოს ეკუთვნის, მეორე - დაღესტანს
მესაზღვრეები ამოწმებენ მოგზაურებს, რადგან ეს სასაზღვრო ზონაა - ტბა საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. ტბის ერთი ნაწილი საქართველოს ეკუთვნის, მეორე - დაღესტანს
© photo: Sputnik / Stringer კონტროლის გავლის შემდეგ ტბისკენ მიმავალი გზა მთაში გრძელდება. ტბასთან კარვის გაშლა არ ღირს, უმჯობესია მეორე ტურისტულ სადგურამდე მისვლა
კონტროლის გავლის შემდეგ ტბისკენ მიმავალი გზა მთაში გრძელდება. ტბასთან კარვის გაშლა არ ღირს, უმჯობესია მეორე ტურისტულ სადგურამდე მისვლა
© photo: Sputnik / Stringer ღამით აქ ძალიან ცივა, ცეცხლის დანთება კი ყველგან არ შეიძლება. ამისათვის მომზადებაა საჭირო
ღამით აქ ძალიან ცივა, ცეცხლის დანთება კი ყველგან არ შეიძლება. ამისათვის მომზადებაა საჭირო
© photo: Sputnik / Stringer მოგზაურობის ბოლო წერტილი შავი კლდეების ტბაა, იგივე გრძელი ტბა. ცურვა აკრძალული არ არის, თუმცა წყალი ყინულივით ცივია
მოგზაურობის ბოლო წერტილი შავი კლდეების ტბაა, იგივე გრძელი ტბა. ცურვა აკრძალული არ არის, თუმცა წყალი ყინულივით ცივია
© photo: Sputnik / Stringer ტბისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება შემოგხვდეთ გარეული ცხოველები, გველები, ასევე მწერები. ბილიკი კი ზოგჯერ ძალიან ვიწროვდება და რთულად გასავლელი ხდება, ამიტომ აქ მუდმივი ყურადღებაა საჭირო
ტბისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება შემოგხვდეთ გარეული ცხოველები, გველები, ასევე მწერები. ბილიკი კი ზოგჯერ ძალიან ვიწროვდება და რთულად გასავლელი ხდება, ამიტომ აქ მუდმივი ყურადღებაა საჭირო
© photo: Sputnik / Stringer ასეთ ლაშქრობას კარგი მომზადება სჭირდება. ტერიტორიაზე მორიგეობენ რეინჯერები, რომლებიც მუდამ მზად არიან დახმარება გაუწიონ მოგზაურებს
ასეთ ლაშქრობას კარგი მომზადება სჭირდება. ტერიტორიაზე მორიგეობენ რეინჯერები, რომლებიც მუდამ მზად არიან დახმარება გაუწიონ მოგზაურებს