https://sputnik-georgia.com/20220831/sebma-375-biznes-operatori-daajarima-269935414.html
უვარგისი ხორცი: სურსათის სააგენტომ 375 ბიზნეს-ოპერატორი დააჯარიმა
უვარგისი ხორცი: სურსათის სააგენტომ 375 ბიზნეს-ოპერატორი დააჯარიმა
Sputnik საქართველო
ხორცის ხარისხზე კვლევები საზოგადოებრივი კვების და რეალიზაციის ობიექტებში 2017 წლის მარტიდან ტარდება. 31.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-31T16:50+0400
2022-08-31T16:50+0400
2022-08-31T21:46+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24503/15/245031504_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_3c039629577880f94e6c31720a1edb36.jpg
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ივლისი–აგვისტოს პერიოდში 10 ათას კილოგრამამდე უვარგისი ხორცი ამოიღეს და გაანადგურეს, განაცხადა სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ ჟურნალისტებთან.მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში შემოწმდა 800-ზე მეტი ბიზნეს-ობიექტი, აქედან 375 ბიზნეს-ოპერატორი სხვადასხვა დარღვევების გამო დაჯარიმდა – დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ვადაგასული ხორცის რეალიზაცია, სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული ცხოველის ხორცის რეალიზაცია და ა.შ.„ბოლო ორ თვეში ჯამურად 10 ათას კილოგრამამდე ხორცი ამოვიღეთ. სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად გაანადგურეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რიცხვი მაღალია, შეიძლება ვთქვათ, რომ წინა წლებთან შედარებით დადებითი ტენდენცია ნამდვილად შეიმჩნევა“, – განაცხადა ბასილაძემ.მისი თქმით, მიმდინარე წლის მანძილზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 2.030 ბიზნეს-ოპერატორი შეამოწმა.კვლევები ხორცის ხარისხზე საზოგადოებრივი კვების და რეალიზაციის ობიექტებში 2017 წლის მარტიდან ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24503/15/245031504_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_3e0e1443fb8fa6c67441740d2a3da8bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
უვარგისი ხორცი: სურსათის სააგენტომ 375 ბიზნეს-ოპერატორი დააჯარიმა
16:50 31.08.2022 (განახლებულია: 21:46 31.08.2022) ხორცის ხარისხზე კვლევები საზოგადოებრივი კვების და რეალიზაციის ობიექტებში 2017 წლის მარტიდან ტარდება.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ივლისი–აგვისტოს პერიოდში 10 ათას კილოგრამამდე უვარგისი ხორცი ამოიღეს და გაანადგურეს, განაცხადა სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ ჟურნალისტებთან.
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში შემოწმდა 800-ზე მეტი ბიზნეს-ობიექტი, აქედან 375 ბიზნეს-ოპერატორი სხვადასხვა დარღვევების გამო დაჯარიმდა – დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ვადაგასული ხორცის რეალიზაცია, სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული ცხოველის ხორცის რეალიზაცია და ა.შ.
„ბოლო ორ თვეში ჯამურად 10 ათას კილოგრამამდე ხორცი ამოვიღეთ. სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად გაანადგურეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რიცხვი მაღალია, შეიძლება ვთქვათ, რომ წინა წლებთან შედარებით დადებითი ტენდენცია ნამდვილად შეიმჩნევა“, – განაცხადა ბასილაძემ.
მისი თქმით, მიმდინარე წლის მანძილზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 2.030 ბიზნეს-ოპერატორი შეამოწმა.
კვლევები ხორცის ხარისხზე საზოგადოებრივი კვების და რეალიზაციის ობიექტებში 2017 წლის მარტიდან ტარდება.