ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე იტალიელებთან დამარცხდნენ

© courtesy of WPC Dinamo Tbilisiსაქართველოს წყალბურთის ნაკრები
საქართველოს წყალბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2022
გამოწერა
წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი ხორვატიაში 10 სექტემბრამდე გაგრძელდება
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ხორვატიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფის მორიგ შეხვედრაში იტალიის ნაკრებთან დამარცხდა.
შეხვედრის პირველივე წუთებიდან იტალიელები დომინირებდნენ. მეტოქეებს შორის სხვაობა ხუთ გოლზე ნაკლები არ ყოფილა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში იყო 18:8. საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს ნაკრებთან სასტარტო თამაშიც წააგო - 11:14.
ქართველი წყალბურთელები მომდევნო შეხვედრას სლოვაკეთის ნაკრებთან 2 სექტემბერს გამართავენ. როგორც მანამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეიან სტანოევიჩმა განაცხადა, საქართველოს ნაკრების ამოცანა მაქსიმუმი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრაა.
ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში ხორვატიაში 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0