მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოლონეთი თავდაცვის ბიუჯეტს აორმაგებს: მორავეცკის განცხადება

© photo: Sputnik / Alexei Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიმათეუშ მორავეცკი
მათეუშ მორავეცკი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2022
გამოწერა
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მეზობელ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე პოლონეთმა თავდაცვის ბიუჯეტის ორჯერ გაზრდა გადაწყვიტა მომავალი წლისთვის, იუწყება სააგენტო Bloomberg ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავეცკის განცხადებაზე დაყრდნობით.

„მინისტრთა საბჭომ მიიღო ამბიციური ბიუჯეტი რთული დროისათვის. ეს პოლონეთისა და პოლონური ოჯახების უსაფრთხოების ბიუჯეტია“, — აღნიშნა პრემიერმა.

მორავეცკის თქმით, 2023 წელს ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი წლევანდელი 58 მილიარდი ზლოტიდან (დაახლოებით 12,3 მლრდ დოლარი) 98 მილიარდ ზლოტამდე (დაახლოებით 20,8 მლრდ დოლარი) გაიზრდება. აქედან პოლონეთი 6-დან 8 მილიარდამდე დოლარს დახარჯავს საზღვარგარეთ იარაღის შესყიდვებზე.
კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც გეგმავს პოლონეთის მთავრობა თავდაცვის გასაძლიერებლად — არმიის შევსებაა. მომავალი წლისთვის სამხედროების რაოდენობა 20 ათასი ჯარისკაცით გაიზრდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის არმიაში 13 ათასი მოხალისე ჩაეწერა.
ყველა ახალი ამბავი
0