https://sputnik-georgia.com/20220831/pekova-elizaveta-tarlitebis-msxverpli-269948163.html
პესკოვის ქალიშვილი თაღლითების მსხვერპლი გახდა
პესკოვის ქალიშვილი თაღლითების მსხვერპლი გახდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის ქალიშვილი სატელეფონო თაღლითობის მსხვერპლი გახდა, რის შესახებაც პესკოვმა თავად... 31.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-31T18:19+0400
2022-08-31T18:19+0400
2023-07-20T15:46+0400
რუსეთი
შემთხვევები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269947989_0:178:3008:1870_1920x0_80_0_0_2d88f9e19f0e94a4d39a9393d1e46793.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის ქალიშვილი სატელეფონო თაღლითობის მსხვერპლი გახდა, რის შესახებაც პესკოვმა თავად ისაუბრა მოსკოვში მიმდინარე მარათონზე „ცოდნა. ძალა“.პესკოვის თქმით, თაღლითები შესანიშნავად ფლობენ დარწმუნების ხელოვნებას, რის გამოც საერთოდ არ გასჭირვებიათ ისეთი განათლებული ადამიანის მოტყუება, როგორიც მისი ქალიშვილი ელიზავეტა პესკოვაა.როგორც კრემლის პრეს-მდივანმა აღნიშნა, მაშინ ბანკების უსაფრთხოების სამსახურებმა კარგი რეაქცია გამოავლინეს და მთელი თანხის დაბრუნებაც შეძლეს, თუმცა დააკავეს თუ არა „ეს ცუდი, ნიჭიერი ხალხი“, არ იცის.აღსანიშნავია, რომ ელიზავეტა პესკოვა უკვე დიდი ხანია პარიზში ცხოვრობს და საკუთარ თავს „მსოფლიოს მოქალაქეს“ უწოდებს. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა, რითაც პესკოვა ძალიან გაკვირვებულია. მისი თქმით, უცნაურია სანქციების დაწესება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მხოლოდ 24 წლისაა და „არაფერი აქვს საერთო არსებულ სიტუაციასთან“.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269947989_140:0:2869:2047_1920x0_80_0_0_66e156d26017da64d77f169d32a34dbe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
პესკოვის ქალიშვილი თაღლითების მსხვერპლი გახდა
18:19 31.08.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის ქალიშვილი სატელეფონო თაღლითობის მსხვერპლი გახდა, რის შესახებაც პესკოვმა თავად ისაუბრა მოსკოვში მიმდინარე მარათონზე „ცოდნა. ძალა“.
პესკოვის თქმით, თაღლითები შესანიშნავად ფლობენ დარწმუნების ხელოვნებას, რის გამოც საერთოდ არ გასჭირვებიათ ისეთი განათლებული ადამიანის მოტყუება, როგორიც მისი ქალიშვილი ელიზავეტა პესკოვაა.
„ამ ხალხმა იცის დაარწმუნება. ესეც ნიჭია. ეს არის ნიჭი, რომელსაც იყენებენ არა კარგი მიზნებისთვის, არამედ დანაშაულისთვის. სამწუხაროდ, ამ ნიჭს ისინი აბსოლუტურად ფილიგრანულად ფლობენ. ჩემი ქალიშვილი შარშან მოატყუეს. როგორც ის ამბობს, ეს ჰიპნოზს ჰგავდა, ვერც კი მიხვდა, როგორ დაიწყო თავისი PIN-ების დასახელება. და წაიღეს კიდეც ფული მისი ორი ბარათიდან“, — თქვა პესკოვმა.
როგორც კრემლის პრეს-მდივანმა აღნიშნა, მაშინ ბანკების უსაფრთხოების სამსახურებმა კარგი რეაქცია გამოავლინეს და მთელი თანხის დაბრუნებაც შეძლეს, თუმცა დააკავეს თუ არა „ეს ცუდი, ნიჭიერი ხალხი“, არ იცის.
აღსანიშნავია, რომ ელიზავეტა პესკოვა უკვე დიდი ხანია პარიზში ცხოვრობს და საკუთარ თავს „მსოფლიოს მოქალაქეს“ უწოდებს. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა, რითაც პესკოვა ძალიან გაკვირვებულია. მისი თქმით, უცნაურია სანქციების დაწესება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მხოლოდ 24 წლისაა და „არაფერი აქვს საერთო არსებულ სიტუაციასთან“.