Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რაც შეეხება ჩვენს პირად ცხოვრებას...“ - ჯულიანა ბარგნარი და ოთო ფოლადაშვილი ერთად არიან?

© courtesy of OTaber Poladashviliჯულიანა ბარგნარი და ოთო ფოლადაშვილი
ჯულიანა ბარგნარი და ოთო ფოლადაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2022
გამოწერა
ცნობილი მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახება მეწყვილე ოთო ფოლადაშვილთან მის ურთიერთობაზე მუდმივი ჭორები, რომლებიც ხშირად ვრცელდება მათი რომანის შესახებ.
მოცეკვავის თქმით, ის და ოთო მიეჩვივნენ, რომ მათზე ბევრს საუბრობენ და ეს ძალიან სასიამოვნოა, რადგან ხშირ შემთხვევაში პოზიტიურ ემოციებს იღებენ ხალხისგან.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულია ჩვენთვის, რომელიც გვეუბნება, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. რაც შეეხება ჩვენს პირად ცხოვრებას, არც მე და არც ოთო მსგავს თემებზე არ ვსაუბრობთ და ეს აქტიურობა და ინტერესი ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს. გააზრებული გვაქვს, რომ როცა ცნობილი სახე ხარ, ბუნებრივია, ამ თუ სხვა მიზეზით შენზე ისაუბრებენ. ჩვენ ჩვენს საქმეებში ვართ ჩაფლული და ამას ყურადღებას არ ვაქცევთ“, – ამბობს ჯულიანა.

ყველა ახალი ამბავი
0