https://sputnik-georgia.com/20220831/iaea-delegacia-zaporojiesi-269926052.html
IAEA-ს დელეგაცია კიევიდან ზაპოროჟიესკენ დაიძრა
IAEA-ს დელეგაცია კიევიდან ზაპოროჟიესკენ დაიძრა
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დელეგაციამ კიევი დატოვა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემართა... 31.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-31T08:27+0400
2022-08-31T08:27+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea
გაერო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269925893_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_c72cb027bcb9a1ed91b93f71bb3b75b9.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დელეგაციამ კიევი დატოვა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემართა, იუწყება Reuters-ი.უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის პრორუსულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ IAEA-ს დელეგაციის ვიზიტი ერთ დღეს გაგრძელდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის რაფაელ გროსის თქმით კი, მისია სადგურზე რამდენიმე დღით გაჩერდება. ამასთან, სააგენტოს იმედი აქვს, რომ სადგურზე მისიის მუდმივ ყოფნას უზრუნველყოფს. დელეგაციაში შედის IAEA-ს სამდივნოს 15 თანამშრომელი, მათ თან ახლავს გაეროს თანამშრომლების დიდი გუნდი, რომლებიც ლოგისტიკისა და უსაფრთხოების საკითხებს ამუშავებენ.მისიამ შესაძლოა მოინახულოს მეხუთე და მეექვსე რეაქტორები, რომელთა სიმძლავრე 7 აგვისტოს დაბომბვის შემდეგ შეამცირეს. მაშინ რაკეტის საბრძოლო ელემენტი ატომური ელექტროსადგურიდან 400 მეტრში ჩამოვარდა.ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. რუსი სამხედროები მას მარტიდან აკონტროლებენ. უკრაინული „ენერგოატომის“ განცხადებით, სადგურზე კომპანიის პერსონალი მუშაობს, თუმცა „ყველაფერი სამხედროებთან თანხმდება“, რომლებსაც კონსულტაციებს „როსატომის“ წარმომადგენლები უწევენ. აგვისტოს დასაწყისიდან სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია ხშირად იცხრილება. რუსული და უკრაინული მხარეები ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.წყარო: Reuters.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269925893_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_ce253e51b9c69065471a528a624c7b9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, გაერო, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, გაერო, მსოფლიოს ახალი ამბები
IAEA-ს დელეგაცია კიევიდან ზაპოროჟიესკენ დაიძრა
08:27 31.08.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დელეგაციამ კიევი დატოვა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემართა, იუწყება Reuters-ი.
„ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის ჩავლენ IAEA-ს თანამშრომლები ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე, და როდის შეუდგებიან დათვალიერებას“, – წერს გამოცემა.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის პრორუსულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ IAEA-ს დელეგაციის ვიზიტი ერთ დღეს გაგრძელდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის რაფაელ გროსის თქმით კი, მისია სადგურზე რამდენიმე დღით გაჩერდება. ამასთან, სააგენტოს იმედი აქვს, რომ სადგურზე მისიის მუდმივ ყოფნას უზრუნველყოფს.
დელეგაციაში შედის IAEA-ს სამდივნოს 15 თანამშრომელი, მათ თან ახლავს გაეროს თანამშრომლების დიდი გუნდი, რომლებიც ლოგისტიკისა და უსაფრთხოების საკითხებს ამუშავებენ.
მისიამ შესაძლოა მოინახულოს მეხუთე და მეექვსე რეაქტორები, რომელთა სიმძლავრე 7 აგვისტოს დაბომბვის შემდეგ შეამცირეს. მაშინ რაკეტის საბრძოლო ელემენტი ატომური ელექტროსადგურიდან 400 მეტრში ჩამოვარდა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. რუსი სამხედროები მას მარტიდან აკონტროლებენ. უკრაინული „ენერგოატომის“ განცხადებით, სადგურზე კომპანიის პერსონალი მუშაობს, თუმცა „ყველაფერი სამხედროებთან თანხმდება“, რომლებსაც კონსულტაციებს „როსატომის“ წარმომადგენლები უწევენ. აგვისტოს დასაწყისიდან სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია ხშირად იცხრილება. რუსული და უკრაინული მხარეები ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.