https://sputnik-georgia.com/20220831/garibashvilma-somxetis-elchtan-shexvedra-gamarta-269949836.html
ღარიბაშვილმა სომხეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ღარიბაშვილმა სომხეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომეხ დიპლომატს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში... 31.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-31T18:39+0400
2022-08-31T18:39+0400
2022-08-31T22:15+0400
საქართველო
სომხეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269941059_0:56:1024:632_1920x0_80_0_0_bf42ed9003319818fa3bcf0e6f6dd1d9.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სომხეთის ელჩთან რუბენ სადოიანთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.გასულ კვირაში სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუბენ სადოიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. კიდევ ერთი ბრძანებით ელჩად დაინიშნა აშოტ სმბატიანი, რომელიც წარსულში ელჩი იყო გერმანიაში.გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომეხ დიპლომატს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.ეროვნული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან რუბენ სადოიანი საქართველოში ელჩი 2017 წლიდან იყო. მისი შეცვლის გადაწყვეტილება სადოიანის დიპლომატიური მისიის ვადის დამთავრებას უკავშირდება.სმბატიანი გერმანიაში ელჩად 2015 წელს დაინიშნა. ის 2018 წელს შეთავსებით ლიხტენშტეინის ელჩიც გახდა. სმბატიანმა დაამთავრა დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი, იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ასპირანტი.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269941059_54:0:970:687_1920x0_80_0_0_b3bb9877dfb0d4c33af78b2801bef680.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ღარიბაშვილმა სომხეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
18:39 31.08.2022 (განახლებულია: 22:15 31.08.2022) საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომეხ დიპლომატს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სომხეთის ელჩთან რუბენ სადოიანთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
გასულ კვირაში სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუბენ სადოიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. კიდევ ერთი ბრძანებით ელჩად დაინიშნა აშოტ სმბატიანი, რომელიც წარსულში ელჩი იყო გერმანიაში.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
„განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს და ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომეხ დიპლომატს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ეროვნული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან რუბენ სადოიანი საქართველოში ელჩი 2017 წლიდან იყო. მისი შეცვლის გადაწყვეტილება სადოიანის დიპლომატიური მისიის ვადის დამთავრებას უკავშირდება.
სმბატიანი გერმანიაში ელჩად 2015 წელს დაინიშნა. ის 2018 წელს შეთავსებით ლიხტენშტეინის ელჩიც გახდა. სმბატიანმა დაამთავრა დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი, იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ასპირანტი.