„ჰაბლისა“ და „ჯეიმს უების“ ტელესკოპების მიერ გადაღებული გალაქტიკა М74-ის ახალი სურათები

გამოწერა
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ გამოაქვეყნა თევზების თანავარსკვლავედში მდებარე გალაქტიკა ფანტომის (იგივე M74) ახალი სურათები, რომლებიც „ჰაბლისა“ და „ჯეიმს უების“ კოსმოური ტელესკოპებით გადაიღეს.
M74 სპირალური გალაქტიკაა, რომელიც დედამიწიდან 32 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. ის 100 მილიარდი ვარსკვლავისგან შედგება.
გალაქტიკა 1780 წელს აღმოაჩინა ასტრონომმა პიერ მეშენმა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში მასში სამი ზეახალი აღმოაჩინეს: SN 2002ap, SN 2003gd და SN 2013ej.
ყველა ახალი ამბავი
0