მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროპამ ელექტროენერგიაზე ისტორიაში ყველაზე მაღალი ფასი დააფიქსირა

© photo: Sputnik / Nina Zotinaევროს კუპიურები
ევროს კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2022
გამოწერა
ივლისის რეკორდს გადააჭარბეს იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. ევროპაში მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა – გაზის გაძვირების გამო ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის ფასმა 2022 წლის აგვისტოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, აღნიშნულია ანალიტიკური კომპანია Rystad Energy-ს მიმოხილვაში.

„ევროპაში ელექტროენერგიის ფასები კიდევ უფრო გაიზარდა ბოლო კვირაში და ახლა შეიძლება მტკიცება, რომ აგვისტო ევროპის ყველა ძირითად ბაზარზე ყველაზე ძვირი თვე იქნება ელექტროენერგიის მხრივ“, – ფიქრობს კომპანიის ანალიტიკოსი ფაბიან რენინგენი.

Rystad-ის ინფორმაციით, ივლისის რეკორდს გადააჭარბეს იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. ამასთან, იტალიის ბაზარი პირველი გახდა, სადაც ერთი მვტ/სთ-ის ფასმა 500 ევროს გადააჭარბა. მეტიც, სააგენტოს მონაცემებით, მომავალი წლისთვის 1 მვტ/სთ-ის ელექტროენერგიის საბითუმო ფასი საფრანგეთსა და გერმანიაში 1000 ევროს ასცდება.
აქვე განმარტებულია, რომ ელექტროენერგიის ფასის ასეთი ნახტომი უკავშირდება ბოლო პერიოდში გაზის მნიშვნელოვან გაძვირებას. ამ სიტუაციას ევროკომისიის მხრიდან აქტიური ქმედება მოჰყვა.
© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიურსულა ფონ დერ ლაიენი
Урсула фон дер Ляйен - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2022
ურსულა ფონ დერ ლაიენი
კერძოდ, როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროკავშირში ფიქრობენ, რომ აუცილებელია საქმე ისე წარიმართოს, რომ გაზის ფასები ევროკავშირის ბაზარზე ელექტროენერგიის ფასზე არ მოქმედებდეს.
„ევროკომისიამ ნათლად მიანიშნა, რომ გეგმავს ელექტროენერგიის ბაზარში ჩარევას, რათა მოთოკოს მზარდი ფასები... ერთ-ერთი საკვანძო პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას, არის გაზისა და ელექტროენერგიის ბაზრების გამიჯვნა, და ჯერ არ არის ნათელი, როგორ შეიძლება ამის უფრო ეფექტიანად განხორციელება ელექტროენერგიის ისეთ ლიბერალიზებულ ბაზარზე, როგორიც ევროპაა“, – აღნიშნა რენინგენმა.
ანალიტიკოსის აზრით, ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლებოდა გამხდარიყო ზღვრული ფასების დაწესება, თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა იქნება ის, თუ როგორ აუნაზღაურდებათ ელექტროენერგიის მწარმოებლებს დანახარჯები, თუ ზღვრული ფასი ნაკლები იქნება ნახშირითა და გაზით ელექტროენერგიის წარმოების ხარჯზე.
„გაზის ან ელექტროენერგიის ფასების შეზღუდვის შემთხვევაში დაირღვევა მოთხოვნილებისა და შეთავაზების დაბალანსების ზოგიერთი მნიშვნელოვანი საბაზრო მექანიზმი“, – აღნიშნა მან.
წყარო - ანალიტიკური კომპანია Rystad Energy-ის მიმოხილვა
ყველა ახალი ამბავი
0