https://sputnik-georgia.com/20220831/erovnulma-bankma-wlis-ganmavlobasi-meored-gayida-valuta-laris-gadasarcenad-269964409.html
ეროვნულმა ბანკმა წლის განმავლობაში მეორედ გაყიდა ვალუტა ლარის გადასარჩენად
ეროვნულმა ბანკმა წლის განმავლობაში მეორედ გაყიდა ვალუტა ლარის გადასარჩენად
Sputnik საქართველო
მარეგულირებელმა აუქციონზე 32,3 მილიონი დოლარი გაყიდა
2022-08-31T22:56+0400
2022-08-31T22:56+0400
2022-08-31T22:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23869/38/238693861_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_5d9903371ad999ef5eb64c05580ec815.jpg
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათს სავალუტო აუქციონი ჩაატარა. ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ ვაჭრობისას 2,8983 GEL/$1 შეადგინა.მარეგულირებელმა აუქციონზე გაიტანა 40 მილიონი დოლარი, მაგრამ გაიყიდა მხოლოდ 32,3 მილიონი დოლარი.ეროვნული ბანკის მიერ ოთხშაბათს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,9045 GEL/$1-ია.მარტის პირველი რიცხვებისთვის ლარის კურსი 3,4 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის ზრდამ დოლარის მიმართ ამ პერიოდში 20,3% შეადგინა.დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.მანამდე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებს და პროცენტულ განაკვეთს.ეროვნული ბანკი 2020 წლიდან ინტერვენციისთვის იმ ვალუტას იყენებს, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებდა და იღებს.წყარო - ეროვნული ბანკი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23869/38/238693861_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_681a82f7963ab4198627410aa5bc07fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეროვნული ბანკი 2022 წელი აუქციონი დოლარი ვალუტა ლარი
ეროვნული ბანკი 2022 წელი აუქციონი დოლარი ვალუტა ლარი
ეროვნულმა ბანკმა წლის განმავლობაში მეორედ გაყიდა ვალუტა ლარის გადასარჩენად
მარეგულირებელმა აუქციონზე 32,3 მილიონი დოლარი გაყიდა
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათს სავალუტო აუქციონი ჩაატარა. ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ ვაჭრობისას 2,8983 GEL/$1 შეადგინა.
მარეგულირებელმა აუქციონზე გაიტანა 40 მილიონი დოლარი, მაგრამ გაიყიდა მხოლოდ 32,3 მილიონი დოლარი.
ეროვნული ბანკის მიერ ოთხშაბათს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,9045 GEL/$1-ია.
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც საერთო ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. 2021 წელს მარეგულირებელმა 9 აუქციონზე 332,9 მილიონი დოლარი გაყიდა. 2022 წელს ეროვნულმა ბანკმა აუქციონებზე უკვე გაყიდა 80,2 მლნ დოლარი და შეიძინა 80 მლნ დოლარი.
მარტის პირველი რიცხვებისთვის ლარის კურსი 3,4 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის ზრდამ დოლარის მიმართ ამ პერიოდში 20,3% შეადგინა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
მანამდე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებს და პროცენტულ განაკვეთს.
ეროვნული ბანკი 2020 წლიდან ინტერვენციისთვის იმ ვალუტას იყენებს, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებდა და იღებს.