ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

© Ministry of Internal Affairs of Georgiaბორჯომის ხეობა
ბორჯომის ხეობა - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2022
გამოწერა
ხანძრის ქრობის სამუშაოებს ძლიერი ქარი და კლდოვანი რელიეფი ართულებდა.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, ამ დროისათვის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მხოლოდ მონიტორინგის მიზნით რჩებიან, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მეხანძრეები 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ. ხანძრის ქრობის სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული, კლდოვანი რელიეფი ართულებდა.
ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი, მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 150 ჰექტარზე მეტი ტყის ტერიტორია განადგურდა.
ყველა ახალი ამბავი
0