მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„მიეცეს კიევს უფლება“: ამერიკელმა გენერალმა რუსეთზე დარტყმა მოითხოვა

© AP Photo / Vadim Ghirda
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2022
გამოწერა
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა და ნატომ უნდა მიაწოდონ კიევს იარაღი რუსეთის სიღრმეში დასარტყმელად და მისცენ უკრაინას ასეთი თავდასხმების განხორციელების საშუალება, განაცხადა ამერიკელმა გადამდგარმა ბრიგადის გენერალმა მარკ არნოლდმა „24-ე არხის“ ეთერში.
მან „უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა" უწოდა დასავლეთის მოთხოვნას კიევისადმი, არ გამოიყენოს მოკავშირეებისგან მიღებული იარაღი მოსკოვის წინააღმდეგ.

„შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა უნდა მიაწოდონ უკრაინას იარაღი, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება შეუძლია... აშშ და ნატო ამბობენ: „ნუ დაარტყამთ რუსეთის ტერიტორიას“. მაგრამ ეს სისულელეა", — აღნიშნა არნოლდმა.

გენერლის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა შეუტიონ ობიექტებს, რომლებიც „რუსეთში ასობით კილომეტრის სიღრმეში მდებარეობს“. ამისთვის კი ნატომ უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა და უარი თქვას თეზისზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმას კრძალავს.
არნოლდს მიაჩნია, რომ უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი, შორი მანძილის რაკეტა Himars-ები და ის თვითმფრინავები და საბრძოლო დრონები უნდა გადაეცეს, რომლებიც აშშ-ს საკუთარ შეიარაღებაში აქვს.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა HIMARS-ები კიევს იმ პირობით მიაწოდა, რომ მათ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის არ გამოიყენებდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ დაადასტურა, რომ კიევი ამ მოთხოვნას შეასრულებს. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ზელენსკის სიტყვების საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინულ მხარეს არ ენდობა, ვინაიდან მან არცერთი დაპირება არ შეასრულა დონბასში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0