https://sputnik-georgia.com/20220831/1-seqtembridan-krwanisis-quchaze-transportis-mozraoba-sheizgudeba-269931125.html
1 სექტემბრიდან კრწანისის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
1 სექტემბრიდან კრწანისის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. 31.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-31T14:21+0400
2022-08-31T14:21+0400
2022-08-31T20:04+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/67/248516737_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_fc58a814f10bc51d513b7ff84a1ac86d.jpg
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. კრწანისის ქუჩაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 1 სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.შეზღუდვები ეტაპობრივად დაწესდება. პირველ ეტაპზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება კრწანისის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმართულებით ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს.რაც შეეხება კრწანისის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას, სატრანსპორტო საშუალებები წინანაურის, ორთაჭალის, მელქაძისა და კალანდაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ, ხოლო კალანდაძის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ როგორც კრწანისის, ისე გულუას მოედნის მიმართულებით.სარემონტო სამუშაოების პერიოდში ასევე შეიცვლება №331 ავტობუსის მარშრუტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/67/248516737_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_921c9be6e51053f705fb207e704b90b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
1 სექტემბრიდან კრწანისის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
14:21 31.08.2022 (განახლებულია: 20:04 31.08.2022) სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. კრწანისის ქუჩაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 1 სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
შეზღუდვები ეტაპობრივად დაწესდება. პირველ ეტაპზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება კრწანისის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმართულებით ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს.
რაც შეეხება კრწანისის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას, სატრანსპორტო საშუალებები წინანაურის, ორთაჭალის, მელქაძისა და კალანდაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ, ხოლო კალანდაძის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ როგორც კრწანისის, ისე გულუას მოედნის მიმართულებით.
სარემონტო სამუშაოების პერიოდში ასევე შეიცვლება №331 ავტობუსის მარშრუტი.