როდის ებრძვის ზეითუნის ზეთი კიბოს: ქვეყნდება 45 კვლევის შედეგი

© Pixabay / congerdesignზეთი
ზეთი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ზოგიერთ საკვებ პროდუქტს ანტიოქსიდანტური თვისებების გამო შეუძლია კიბოს უჯრედების ზრდა შეაფერხოს. როგორც არაერთი კვლევის შედეგები აჩვენებს, ეს ეფექტი ყველაზე მეტად გამოხატულია იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ზეითუნის ზეთს.
ჟურნალ PLoS One-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ზეითუნის ზეთი 31%-ით უშლის ხელს კიბოს ნებისმიერი სახეობის განვითარებას.

„ზეითუნის ზეთის სასარგებლო ეფექტი დიდწილად განპირობებულია მისი განსაკუთრებული შემადგენლობით: ის მდიდარია მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, სკალენითა და ფენოლური ნაერთებით. მათი მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისებები ზღუდავს დამჟანგავი სტრესის წარმოქმნასა და დნმ-ის დაზიანებას“, — განმარტავენ მკვლევარები.

როგორც 45 კვლევის მეტაანალიზმა აჩვენა, ზეითუნის ზეთი ყველაზე ეფექტურად ებრძვის კიბოს ისეთ ტიპებს, როგორებიცაა:
სარძევე ჯირკვლის კიბო,
კუჭ-ნაწლავის კიბო,
საშარდე გზების კიბო.
თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თბოდამუშავებას არ გადის (ანუ არ ცხელდება). ზეითუნის ზეთი სასარგებლო თვისებებს მხოლოდ ცივ მდგომარეობაში ინარჩუნებს.
უფრო მეტიც, ჟურნალ Free Radical Biology and Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ზეითუნის ზეთი კიდევ უფრო სასარგებლოა სხვა საკვებთან, მაგალითად, პომიდორთან ერთად მოხმარებისას. მეცნიერების თქმით, ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი უფრო სრულად ითვისებს იმ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას.
წყარო: Express
ყველა ახალი ამბავი
0